განჩინება - ს.ს. ,,ქუთაისის ავტოქარხანა“-ს გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას საბოლოო ანგარიშის (მოხსენების) შემოწმების, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება - ს.ს. ,,ქუთაისის ავტოქარხანა“-ს გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას საბოლოო ანგარიშის (მოხსენების) შემოწმების, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
სს ,,ქუთაისის ავტოქარხანის” გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას საბოლოო ანგარიშის (მოხსენების) შემოწმების, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2011 წლის 28 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე – გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი – ანა გაბრიჭიძე
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე სს ,,ქუთაისის ავტოქარხანის” გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას, უზრუნველყოფილი კრედიტორის სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მარინე ხურციძის მონაწილეობით განიხილა გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას საბოლოო ანგარიში (მოხსენება) სს ,,ქუთაისის ავტოქარხანის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-5, მე-6, მე-7, მე-8, 42-ე, 56-ე, 38-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ქუთაისის ავტოქარხანის” გაკოტრების მმართველის დავით ჯიქიას მიერ წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშის საფუძველზე სს ,,ქუთაისის ავტოქარხანის” (ს/ნ 212677888) გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდეს დასრულებულად.
2. სს ,,ქუთაისის ავტოქარხანის” (ს/ნ 212677888) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს).
3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11).
მოსამართლე გ. აბუსერიძე