საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.11.2011
ძალის დაკარგვა 15.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №872
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016089
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111114006, 14/11/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 1.0in 49.5pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №872
2011
წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 52
პუნქტის
საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ
. ახალაია
საქართველოს თავ
დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც ხელმძღვანელობს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის
, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. დეპარტამენტს აქვს გერბიანი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საკუთარი დასახელებით. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი №28.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანებია:
ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სახელმწიფო
და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ ღონისძიებათა სისტემის შემუშავება
და მათი აღსრულების ორგანიზაცია
;
ბ) ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციის და კადრების მომზადება-გადამზადების სახელმწიფო მიზნობრივი, აგრეთვე ომის ვეტერანთა კონტინგენტთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების შედგენა-განხორციელება, სოციალური დაცვის პროგნოზების განსაზღვრა;
გ) ვეტერანთა მიმართ სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
დ)
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ”,
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ”, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი ერთიანი პირადობის მოწმობების დამზადება-გაცემა;
ე) ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კავშირებთან ურთიერთობის განმტკიცება და გაფორმება;
ვ) მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ხანდაზმულ ომის მონაწილე მარტოხელა ვეტერანთა საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფრის ორგანიზება, საბრძოლო და დიდების ძეგლების, მემორიალური კომპლექსების პასპორტიზაცია და მოვლა-პატრონობა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა (ყოფილ სამხედრო ტყვეთა) საფლავების მოძიება და აღრიცხვა;
ზ) ომის ვეტერანების მხედრული ტრადიციების განმტკიცება და მომავალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება;
თ) ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის გამომწვევი მიზეზების დროულად გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება;
ი) დეპარტამენტის ფუნქციების რეალიზაციისათვის საჭირო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
კ) ვეტერანთა სოციალური და სამართლებრივი გარანტიების დაცვის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური მიმოხილვებისა და მოხსენებების მომზადება და ამ მიზნით მიღებული ინფორმაციის დამუშავება;
ლ) დეპარტამენტის ამოცანების განხორციელებისათვის საკუთარი ბეჭდვითი ორგანოს ქონა;
მ) ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და ვეტერანული მოძრაობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ვეტერანების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ნ) პერიოდულად დეპარტამენტის თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინება და, შესაბამისად, უცხოელი სპეციალისტების მიღება
;
ო) ვეტერანთა შესახებ სათანადო ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სოციალური გასაცემლების ადმინისტრირების შესაბამისი ორგანოებისათვის.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წარმოადგენს დეპარტამენტს და ანიჭებს წარმომადგენლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოხელეებისა;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს, გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს, ქმნის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განაგებს დეპარტამენტის ქონებასა და სახსრებს;
ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ
-ერთი მოადგილე, მინისტრთან შეთანხმებით.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე და ასრულებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებებსა და განკარგულებებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) აპარატი;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) იურიდიული სამსახური;
დ) სააღრიცხვო-საინფორმაციო სამსახური;
ე) სამეურნეო-ტექნიკური და საორგანიზაციო სამსახური.
2. აპარატის ძირითადი ამოცანებია: დეპარტამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების საინფორმაციო, ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, დეპარტამენტის საკადრო საკითხების უზრუნველყოფა, კონტროლის განხორციელება ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფაზე, სოციალური დაცვის სფეროში პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის საბიუჯეტო ანგარიშებიდან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება, მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა, საბუღალტრო ბალანსების შედგენა და მათი მიღება დაქვემდებარებული სამსახურებიდან;
ბ) სარეკომენდაციო წინადადებებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება ბიუჯეტის ფორმირებისა და მისი შესრულების სრულყოფისათვის;
გ) ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივი ხარჯვისადმი კონტროლის განხორციელება;
დ) ბიუჯეტის (ნაზარდი ჯამით) ყოველკვარტალური შემოსავლების ფორმირების, მათი ხარჯვის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე სათანადო წინადადებების შემუშავება;
ე) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან მიღებულ დავალებებზე შესაბამისი რეაგირება.
4. იურიდიული
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზი;
ბ) სასამართლო ორგანოებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისათვის მეთოდური და სამართლებრივი დახმარების გაწევა;
დ) ვეტერანებისათვის განმარტების მიცემა და კონსულტაციების გაწევა დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის დეპარტამენტის კომპეტენციაში;
ე) განცხადებების, საჩივრების და წინადადებების განხილვა.
5. სააღრიცხვო-საინფორმაციო სამსახურის ძირითადი ამოცანებია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახების წევრების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა, შეღავათების განსახორციელებლად დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის დამზადება-გაცემის უზრუნველყოფა, საინფორმაციო-ანალიტიკური მუშაობის ორგანიზება და განხორციელება.
6. სამეურნეო-ტექნიკური და საორგანიზაციო სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის სამეურნეო და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ) დეპარტამენტის შენობაში სანიტარ
იული ნორმების დაცვის, გათბობის, განათებისა და წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირების, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა და აპარატს დაქვემდებარებული ავტომანქანების გამართული მუშაობის ორგანიზება;
გ) ვეტერანებთან, ომებში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან შეხვედრების ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
დ) სასაწყობო მეურნეობის მუშაობის წარმართვა;
ე) ინტერნეტში დეპარტამენტის ვებგვერდის გახსნა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ვ) საზღვარგარეთის ვეტერანულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.