⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.04.2012)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.11.2011
ძალის დაკარგვა 12.04.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
ნომერი №160
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111114013, 15/11/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,530 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.11.2011 მიღება
12.04.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Char, li.Char, div.Char {mso-style-name:" Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანება №160 2011 წლის 9 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის თანდართული დებულება.  2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  ვლ. ვარძელაშვილი დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ახალგაზრდობის სახლი (შემდგომში – „სახლი“) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. „სახლს“ აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ანგარიში ხაზინაში და სხვა ანგარიშები საქართველოს საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 3. „სახლი“ საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 4. „სახლის“ იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. №6. 5. „სახლი“ შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.     მუხლი 2🔗. „სახლის“ მიზნები და ამოცანები „სახლის“ ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანია:  ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარების მიზნით შესაბამისი პროცესის ორგანიზება;  ბ) ბავშვებში და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებისა და ბავშვებისა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;  გ) ბავშვთა და ახალგაზრდობის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობა;  დ) ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის ორგანიზება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის დანერგვისა და დამკიდრებისათვის ხელშეწყობა, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებაში ადაპტაციის უნარ-ჩვევების შეძენა, ბავშვებისა და ახალგაზრდების დასვენება, ბავშვთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობა;  ე) მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბებისა და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა, ბავშვებისა და ახალგაზრდების შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება;  ვ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისათვის ხელშეწყობა, საინიციატივო ჯგუფებისათვის მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა;  ზ) ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის, სოციალურად დაუცველი, აგრეთვე სწავლაში, ხელოვნებასა და სპორტში განსაკუთრებით გამორჩეული ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ტრენინგ-სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონცერტების, ფესტივალების, გამოფენების, ოლიმპიადების, საქველმოქმედო აქციებისა და სხვა ღონისძიებათა მოწყობა;  თ) ბავშვებისა და ახალგაზრდების საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობისათვის და ასევე საქართველოში მცხოვრები მოზარდების უცხოელ თანატოლებთან, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან დამეგობრების ხელშეწყობა და ამ მიზნით გაცვლითი პროგრამების განხორციელება;  ი) დადგენილი წესით, თავის კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციისა და მის ძირითად მიმართულებებთან „სახლის“ საქმიანობის ჰარმონიზაციის მიზნით.     მუხლი 3🔗. „სახლის“ უფლებები 1. თავისი მიზნების განხორციელებისათვის „სახლს“ უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით განახორციელოს თავისი პროფილის შესაბამისი საქმიანობა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებაში და ამ მიზნით გასწიოს საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა; ბ) საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესის დაცვით „სახლის“ საფინანსო გეგმით განსაზღვროს სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი, შეიმუშაოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო პროექტები და პროგრამები; გ) პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, განათავსოს სპეციალური ვებგვერდი ადგილობრივ და საერთაშორისო ქსელებში, გამოსცეს სხვადასხვა სახის პერიოდული გამოცემები და შეიმუშაოს სპეციალური შემეცნებითი პროგრამები; დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შექმნას ფილიალები საქართველოში და კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და განსაზღვროს მათი საქმიანობის წესი; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამყაროს ურთიერთობები საქართველოს და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, დადოს მათთან ხელშეკრულებები და გარიგებები; ვ) დადგენილი წესით მიიღოს გრანტი; ზ) მიიღოს შემოწირულობანი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; თ) ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ი) წარმართოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს „სახლის“ მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; კ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს „სახლის“ შინაგანაწესი, „სახლში“ დასაქმებულ პირთათვის განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა, დაადგინოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ფორმები და მეთოდები; ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა. 2. „სახლს“ მხოლოდ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტის განსაზღვრა; ე) თავის ქონებასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებების მიღება, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. „სახლისათვის“ გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. „სახლის“ მართვა 1. „სახლის“ მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. 2. „სახლის“ დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს „სახლის“ საქმიანობას, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა „სახლის“ საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;  ბ) აყალიბებს და აკონტროლებს „სახლის“ საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „სახლის“ დირექტორის მოადგილე(ებ)ს; დ) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „სახლის“ თანამშრომლებსა და აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან; ე) ანაწილებს თანამშრომლებს შორის ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროებს; ვ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს „სახლის“ სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს და აგრეთვე „სახლის“ მიერ განსახორციელებელ პროგრამებს; ზ) დადგენილი წესის შესაბამისად, წყვეტს „სახლის“ თანამშრომელთა პრემიებისა და მატერიალური დახმარების, „სახლის“ თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხებს; თ) ამტკიცებს „სახლის“ შინაგანაწესს და მუშაობის რეგლამენტს, „სახლის“ სრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას და „სახლის“ თანამშრომელთა საქმიანობის ნორმებისა და წესების განმსაზღვრელ მეთოდურ მითითებებს, ინსტრუქციებსა და საკონტრაქტო პირობებს; ი) მინდობილობის გარეშე მოქმედებს „სახლის“ სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს ყველა ინსტანციაში; კ) დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს; ლ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; მ) აკონტროლებს „სახლის“ თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ნ) ამზადებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანების პროექტს „სახლის“ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ; ო) ვალდებულია მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „სახლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ; პ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები.     მუხლი 5🔗. „სახლის“ ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „სახლს“, სახელმწიფოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი უსასყიდლო სარგებლობის ფორმით, გადაეცემა შესაბამისი ქონება, ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და საფინანსო რესურსები.  2. „სახლს“ უფლება აქვს პროფილური საქმიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განკარგოს კანონით ნებადართული საქმიანობის წარმართვისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები, რომელიც მთლიანად ხმარდება „სახლს“.     მუხლი 6🔗. „სახლის“ ფინანსური სახსრები 1. „სახლის“ დაფინანსების სახსრებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი; დ) შემოწირულობა; ე) დონორი ორგანიზაციების დახმარება (გრანტები); ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება „ახლის“ მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი რაიმე სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 7🔗. „სახლის“ საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება 1. „სახლი“ ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს იგი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. 2. „სახლის“ წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. „სახლის“ საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. „სახლის“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა, შეაჩეროს ან გააუქმოს „სახლის“ არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი „სახლის“ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 10🔗. „სახლის“ რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია „სახლის“ რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და „სახლის“ ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.