ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 09.11.2011
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.138.016047
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111114017, 17/11/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.11.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონი 29.10.1996
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.5pt 42.5pt 42.5pt 56.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2011 წლის 9 ნოემბერი
ქ.ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” 194 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი დანართი №1-ის მიხედვით.
2. დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა დანართი №2-ის მიხედვით.
3. დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა დანართი №3-ის მიხედვით.
4. დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა დანართი №4-ის მიხედვით.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №18 დადგენილება.
6. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. გიქოშვილი
დანართი №1
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
2. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საჯარო აუქციონის ფორმით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. საჯარო აუქციონის ფორმით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღამსრულებელი ორგანო. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან იმოქმედონ წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც გამყიდველის მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.
5. საჯარო აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი ფასი დგინდება საკრებულოს მიერ: უძრავი ქონების შემთხვევაში ბალანსისმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
6. ლოტის ნომერის, ბიჯის და სააუქციონო ბილეთის ღირებულების დასადგენად იქმნება საპრივატიზებო კომისია.
7. საჯარო აუქციონის ფორმით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
8. საჯარო აუქციონი ცხადდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ინიციატივით.
9. საჯარო აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდეობის შესახებ) კონფიდენციალურია.
მუხლი 2🔗. საჯარო აუქციონის ორგანიზება
1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი.
2. საჯარო აუქციონის ფორმით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ინტერნეტგვერდზე, ადგილობრივ ან/და სხვა ბეჭდვით გამოცემაში.
3. უძრავი ნივთის შემთხვევაში ვადა საჯარო აუქცინის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 კალენდარულ დღეს, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში – არანაკლებ 5 კალენდარულ დღეს.
4. იმ შემთხვევაში, როცა საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები გადაეცემა წარმომადგენელს ან შუამავალს, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი ფასი;
ბ) საჯარო აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) წარმომადგენელის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) სხვა ინფორმაცია გამყიდველის შეხედულებისამებრ.
5. ახალციხის მუნიციპალიტეტი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას საინფორმაციო საშუალებებში.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის (ჩატარების თარიღს;
ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
7. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალური ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
8. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
9. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
10. საკრებულოს თავმჯდომარე საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია ადგენს საკრებულოს მიერ დამტკიცებულ საჯარო აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.
მუხლი 3🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათს. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და დადგენილ საათამდე.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, განაცხადის წარგდენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს, განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონში მონაწილეზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს ლოტის ნომერი, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. (ბილეთის და ბე საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ვ) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.
5. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ცალ-ცალკე.
6. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
7. მონაწილეს უფლება აქვს „ბეს დაუკავებლად უარი საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
8. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების შემძენად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტის მოთხოვნები.
9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
10. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გამოტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით საჯარო აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი საჯარო აუქციონი. განმეორებით საჯარო აუქციონზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
11. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გამოტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისი იმავე პირობით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
მუხლი 4🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი
1. საჯარო აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს გამყიდველი).
5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.
8. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
9. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და საჯარო აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 5🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში – საჯარო აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
3. გამარჯვებული პირის მიერ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა, ართმევს მას გამარჯვებულის სტატუს და გადახდილი „ბე“ არ უბრუნდება.
4. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს “ბე” ეთვლება ანგარიშსწორებისას.
5. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, ხოლო უძრავი ნივთის, აქციების ან წილების პრივატიზებისას – აგრეთვე საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში კი საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
6. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრების დამადასტურებელ მოწმობის ფორმას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 6🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში
თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
მუხლი 7🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.
2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
4. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.
6. ოქმის გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდვლის მიერ განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების გაუქმების (ოქმის) საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ სუბიექტს.
7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
მუხლი 8🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.
დანართი №2
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა
საჯარო აუქციონის მომწყობი კომისია
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
„----“ „-----------------“ ქ. ახალციხე
1. ეს ოქმი გაიცა -------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საჯარო აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები.
2. მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)
ქონების საწყისი საფასური ---------------- (---------------------------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
3. შემდგომში პრივატიზების მიზნით ------------------------------------------- სააუქციონო
კომისიის მიერ 20 – წლის “------“ “-------------------“ მოწყობილ საჯარო აუქციონზე მის მიერ
შემოთავაზებული საფასურის ------------------- (---------------------------------) ლარი
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამის რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე) ------------------- შემდგომში ქონება
4. მყიდველი ვალდებულია:
საჯარო აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე N-----------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
8. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
9. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
10. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება ქონების განმკარგავ სუბიექტს( შემდგომში – განმკარგავი), ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.
13. ოქმს , რომელიც გამკარგავთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
კომისიის თავმჯდომარე /------------------------------------- /-----------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /--------------/ ----------------------
ხელმოწერა სახელი, გვარი
----------------------------------------------------------- ბეჭდის ადგილი
დანართი №3
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა
საჯარო აუქციონის მომწყობი კომისია
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
„----“ „-----------------“ ქ. ახალციხე
1. ეს ოქმი გაიცა --------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საჯარო აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები;
2. მასზედ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)
ქონების საწყისი საფასური --------------- (---------------------------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
3. შემდგომში პრივატიზების მიზნით ------------------------------- სააუქციონო კომისიის
მიერ 20 – წლის „----------“ “------------------------------“ მოწყობილ საჯარო აუქციონზე მის მიერ
შემოთავაზებული საფასურის ----------------------- (-------------------------------) ლარი
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას “ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი მონაცემები შესაბამის რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე) ------------------- შემდგომში ქონება
4. მყიდველი ვალდებულია:
საჯარო აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე N-----------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.
6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) ---------------------------------------------------------------------------------------------
ბ) ---------------------------------------------------------------------------------------------
გ) ---------------------------------------------------------------------------------------------
დ) და ა.შ
7. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ქონების განმკარგავ სუბიექტთან (შემდგომში – განმკარგავი) შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა პატრონობაზე და დაცვაზე.
8. მყიდველი ვალდებულია ოქმის მოქმედების პერიოდში, განმკარგავს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ.
9. განმკარგავის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს განმკარგავს.
10. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება განმკარგავის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
11. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.
12. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განმკარგავის მიერ განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
13. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
14. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
15. მყიდველი ვალდებულია ოქმით ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.
16. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
17. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება განმკარგავს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
18. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.
19. ოქმს, რომელიც განმკარგავთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის თავმჯდომარე /------------------------------------- /-----------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /------------------/ ---------------------
ხელმოწერა სახელი, გვარი
----------------------------------------------------------- ბეჭდის ადგილი
დანართი №4
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმა
ახალციხის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№------
ეძლევა ----------------------------------------------------------------- მასზე, რომ მას გადაეცა
საკუთრებაში ------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)
მიწის ფართობი -------------------- ------------------------------------------
(მიწათსარგებლობის ფორმა)
საფუძველი -----------------------------------------------------------------------------------------------------
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მესაკუთრის სახელი, გვარი/დასახელება),
რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გამცემ ორგანოში.
გაცემულია 20-- წლის ––––– ––––––––––––
---------------------------------------------------------