📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.11.2011
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.138.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111114018, 17/11/2011
matsne.gov.ge 2,723 სიტყვა · ~14 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {mso-style-link:"Body Text Indent 2 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {mso-style-link:"Body Text Indent 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextIndent2Char {mso-style-name:"Body Text Indent 2 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 2"; font-family:"Times New Roman","serif";} span.BodyTextIndent3Char {mso-style-name:"Body Text Indent 3 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 3"; font-family:"Times New Roman","serif";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent"; font-family:"Times New Roman","serif";} span.grame {mso-style-name:grame; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.5pt 42.5pt 42.5pt 56.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2011 წლის 9 ნოემბერი ქ.ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის მე-17 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი“ დანართის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №19 დადგენილება. 3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.  საკრებულოს თავმჯდომარე    მ. გიქოშვილი დანართი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს. 2. ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. 3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს კონსტიტუციის“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად. 4. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს     ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას. 5. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას და სხვა პირობებს განსაზღვრავს ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე უფლებამოსილი ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა 1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია შემდეგი ფორმებით: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; დ) ქირავნობა; ე) იჯარა; ვ) თხოვება; ზ) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. 3. სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გადაცემული ქონების ქირა ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა თანხები (საურავი, პირგასამტეხელო, საბანკო გარანტია და ა.შ.) ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის 100-%იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.     მუხლი 3🔗. ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემა 1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. 2. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. 4. აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.     მუხლი 4🔗. ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები 1. ქონების აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალიწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას (გადაწყვეტილების პროექტს) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ. 2. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალიწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თნხმობით. 3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალიწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების სარგებლობაში გადაცემისას მესაკუთრესა და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება. 4. ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალიწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებს შესაბამისი ხელშეკრულება.     მუხლი 5🔗. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა 1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს მიწის ზედა ან/და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობების აღმართვის უფლება. 2. ქონების როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.     მუხლი 6🔗. ქონების ქირავნობა 1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში. 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის; ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში; გ) მხარეთა შეთანხმებებით; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ე) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.     მუხლი 7🔗. ქონების იჯარა 1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში, ისე რომ მოიჯარემ შეძლოს შემოსავლის სახით გარკვეული ნაყოფის მიღება. 2. მოიჯარეს არა აქვს ქვეიჯარის უფლება მეიჯარის თანხმობის გარეშე. 3. თუ მოიჯარე ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე. 4. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება. 5. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ: ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას; ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში; გ) მხარეთა შეთანხმებით; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ე) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.     მუხლი 8🔗. ქონების თხოვება 1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას. 2. გამნათხოვრებელი იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება. 3. მონათხოვრეს არ შეუძლია ნათხოვარი ნივთით სხვაგვარად ისარგებლოს, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მას არა აქვს უფლება ნივთი სარგებლობისათვის გადასცეს მესამე პირს გამნათხოვრებლის თანხმობის გარეშე.    მუხლი 9🔗. აუქციონის ორგანიზება 1. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს ახალციხის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისია. 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება ქონების განმკარგავი სუბიექტის ინტერნეტგვერდზე, ადგილობრივ ან/და სხვა ბეჭვდით გამოცემაში. 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში – არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე. 4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დასახელებას: ბ)პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში; გ) სარგებლობით გასაცემი ქონების დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს; ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის შესამისი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად. 5. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონებას. 6. ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდველის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.     მუხლი 10🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. 2. აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების განმკარგავი ორგანოს მიერ დადგენილ საათამდე. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) განაცხადს. განაცხადის წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს, განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონში მონაწილეზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, იმ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს, ლოტის ნომერი, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე; ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისთვის ცალ-ცალკე. 5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში”, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილეობის სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები. 8. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების გაყიდვა, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 9. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისი იმავე პირობით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.     მუხლი 11🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისთვის განსაზღვრავს ქონების განმკარგავი ორგანო). 5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, წევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება სარგებლობით გაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. 8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. 9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ იღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.     მუხლი 12🔗. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება 1. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს. 3. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი (მსურველები) განცხადებით მიმართავს ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს და წარუდგენს: ა) განცხადებას; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში; გ) იურიდიული პირი დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს და განცხადების შეტანის მომენტისთვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ახალციხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.     მუხლი 13🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გამოცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება. 2. ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში. 3. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები; ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ; გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; ე) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის პასუხისმგებლობის ფორმები; ვ) ქონების გადაცემის პირობები და ვადები; ზ) ამ წესის მე-14 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებული პირობები; თ) მხარეთათვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შეტყობინებებისა და კორესპონდენციის ჩაბარების წესი და ფორმები; ი) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა. 4. პირს ხელშეკრულების საფუძველზე. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი. ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.     მუხლი 14🔗. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა 1. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ. შესაბამისი ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის სხვა ვადა და ფორმა. 2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა)ქირის (მათ შორის, საიჯარო ქირის, აღნაგობის საზღაურის) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის (მათ შორის, საიჯარო ქირის, აღნაგობის საზღაურის) 0,1%, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარისა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ)საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი  განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ქონების მიმღები პირის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით. 4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.     მუხლი 15🔗. დავათა განხილვის წესი      ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის,ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სასამართლო.