„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.05.504 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31.05.1261
სარეგისტრაციო კოდი
310060000.37.101.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111114024, 18/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 30 მაისის №13.05.504 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №31.05.1261

2011 წლის
11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3
კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“   ქ. თბილისის მთავრობის
2011 წლის
30 მაისის
№13.05.504 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4
პუნქტის შესაბამისად,ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3
კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის
30 მაისის  №13.05.504 დადგენილებაში
(ვებგვერდი, 110531010, 06/06/2011
) შეტანილ იქნეს  ცვლილება:

ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) „ე“ და
„ი
“ ქვეპუნქტებ
ით, აგრეთვე
მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს.“
;
ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ვ“ ქვეპუნქტი:

„ბ.ვ) „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით –
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.“
.
2. დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებშ
ი მომუშავე
მანდატურებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრებში დასაქმებულ სოციალურ აგენტებსა და სოციალურ მუშაკებზე ერთჯერადად უფასოდ გაიცეს სამგზავრო პლასტიკური ბარათები.

3
. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ.
თბილისის
მერი
გ. უგულავა