„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 11.11.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5258-IIს
სარეგისტრაციო კოდი 010190060.09.001.016074
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111114041, 14/11/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.2011 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (11)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
ცვლილება შეტანილია აქტით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.apple-style-span {mso-style-name:apple-style-span;} span.apple-converted-space {mso-style-name:apple-converted-space;} p.Char, li.Char, div.Char {mso-style-name:Char; mso-style-link:"Default Paragraph Font"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 52.05pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/511, 08.11.2011) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი, მე-2 და 21 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 28 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე(კომისიის თავმჯდომარე)
ლევან ვეფხვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
დავით დარჩიაშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ნუგზარ წიკლაური – საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
პეტრე ცისკარიშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
გიორგი თარგამაძე – საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი
გია თორთლაძე – ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე
გიორგი ახვლედიანი – ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე
ვახტანგ ბალავაძე – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ ლალიაშვილი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
გურამ ჩახვაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
რატი მაისურაძე – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
კახაბერ ანჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ჯონდო ბაღათურია – საქართველოს პარლამენტის წევრი
გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
თამარ ჩუგოშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
ვასილ გონაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
მერაბ ბასილაია – ფონდი „ALPE“-ს PR და მედიაპროგრამების დირექტორი
დავით აფრასიძე – აკადემიური პერსონალი, ფილოსოფიის დოქტორი
გია გეწაძე – აკადემიური პერსონალი, იურისტი
ზურაბ დავითაშვილი – აკადემიური პერსონალი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
გიორგი კვერენჩხილაძე – აკადემიური პერსონალი, ასისტენტ-პროფესორი
კახი ყურაშვილი – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
ნანა ჭიღლაძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
სოსო ცინცაძე – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი
ირაკლი ბურდული – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
დავით კერესელიძე – აკადემიური პერსონალი, სრული პროფესორი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2011 წლის 11 ნოემბერი.
№5258–IIს
პროექტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს კონსტიტუციის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, N31-33, მუხ. 668) 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 107 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 83 პარლამენტის წევრისაგან.
მუხლი 2🔗
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.
3. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის მიღება, რომელიც გაითვალისწინებს 107 პროპორციული და 83 მაჟორიტარული სისტემით საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევის წესს.
4. 2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნებით არჩეულ იქნეს 107 პროპორციული და 83 მაჟორიტარული სისტემით საქართველოს პარლამენტის წევრები.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე
ა.ა. კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მიმდინარე წელს ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა კონსულტაციები საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის მომავალი არჩევნებისათვის ჯანსაღი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს შექმნა. პოლიტიკური პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემაში რიგი პრინციპული და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც აისახა ახალ საარჩევნო კოდექსის პროექტში.
ახალი პოლიტიკური შეთანხმება და საარჩევნო სისტემაში დაგეგმილი რეფორმები დღის წესრიგში აყენებს საქართველოს პარლამენტში ამომრჩეველთა წარმომადგენლობის ახალი სისტემის შემოღების აუცილებლობას, რაც დაკავშირებულია პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდასთან. შესაბამისად, აუცილებელია ცვლილებების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციაში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიზანია პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმებების საქართველოს კონსტიტუციაში ასახვა.
ა.გ) კანონპროექტის არსი
კანონპროექტით საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობა განსაზღვრული იქნება 190 წევრით, მათ შორის პროპორციული სისტემით არჩეული 107 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 83 პარლამენტის წევრისაგან.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
პროექტით გათვალისწინებული საკითხების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის არ ითვალისწინებს საკითხებს, რომელიც უკავშირდება ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის არსებული ასიგნენების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით გათვალისწიმებული სიახლეები არ უკავშირდება დამატებით ფინანსურ ხარჯებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
უშუალოდ პროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტით არ ხდება გადასახდის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის ოდენობის განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
კანონპროექტი შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები:
ნუგზარ ერგემლიძე, ლევან ვეფხვაძე, რატი მაისურაძე, ნიკოლოზ ლალიაშვილი, გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, გურამ ჩახვაძე, თამაზ კვაჭანტირაძე, გია თორთლაძე, მაგდალინა ანიკაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, პავლე კუბლაშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი წერეთელი, ფრიდონ თოდუა, რუსუდან კერვალიშვილი, ელდარ კვერნაძე, ოთარ თოიძე, ზაალ გამცემლიძე, გიორგი როინიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლაშა თორდია, გიორგი მელაძე, ზვიად კუკავა, კახაბერ ანჯაფარიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, ანზორ ბოლქვაძე, იაშა შერვაშიძე, გურანდა ჯაბუა, თეიმურაზ წურწუმია, ასლან თავდგირიძე, ბეჟან ბუცხრიკიძე, ელგუჯა მაკარაძე, თეიმურაზ ჩარკვიანი, ნაული ჯანაშია, დავით მახნიაშვილი, ლაშა დამენია, რომანოზ ბჟალავა, ედიშერ ჯალაღონია, როლანდ ფიფია, დავით თოდრაძე, ნუგზარ აბულაშვილი, ავთანდილ ლეკაშვილი, ვასილ დავითაშვილი, ზაზა გულიკაშვილი, კორნელი კუკულავა, გოჩა შანიძე, ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი, არმენაკ ბაინდურიანი, ლაშა მინდელი, გიორგი ტალახაძე, თენგიზ სხირტლაძე, გურამ კაკალაშვილი, ირაკლი ქავთარაძე, კახაბერ სუხიშვილი, ზურაბ კიკალეიშვილი, გიორგი იმნაძე, გიორგი ხახნელიძე, სამსონ ქუთათელაძე, ზაზა მადურაშვილი, გოჩა ენუქიძე, ენზელ მკოიანი, მამუკა გაჩეჩილაძე, ჯაბა მაღლაკელიძე, ავთანდილ სტურუა, კახა გეწაძე, აკაკი ბობოხიძე, გოჩა კუპრავა, ბადრი ბასიშვილი, კობა ბადაგაძე, გიორგი გაბაშვილი, ანდრო ალავიძე, თემურ კოხოძე, დავით ნადაშვილი, რატი სამყურაშვილი, გიორგი ჭელიძე, შოთა მალაშხია, გოჩა თევდორაძე, პაატა ლეჟავა, პაატა დავითაია.