შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
მიღების თარიღი 06.06.2011
ძალაში შესვლა 01.11.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111116003, 18/11/2011
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| საქართველო: | ავსტრიის რესპუბლიკა: |
| განსაკუთრებული მნიშვნელობის | STRENG GEHEIM |
| სრულიად საიდუმლო | GEHEIM |
| საიდუმლო | VERTRAULIჩH |
| შეზღუდული სარგებლობისთვის | EINGESCHRÄNKT |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Cambria","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:1.0in 73.3pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა
და
ავსტრიის ფედერალურ მთავრობას
შორის
საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და
ორმხრივად დაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ავსტრიის ფედერალური მთავრობა (შემდგომში – წოდებულნი როგორც „მხარეები”),
მიზნად ისახავენ რა უზრუნველყონ ყველა იმ საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოება, რომელიც ერთ-ერთი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდუმლოების გრიფი და რომელიც გადაცემულ იქნა მეორე მხარისათვის,
სურთ რა განსაზღვრონ გადაცემული ან მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში წარმოშობილი ან გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის წესები,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
a) „საიდუმლო ინფორმაცია” ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, მიუხედავად მისი ფორმისა, რომელიც ერთ-ერთი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდუმლოების გრიფი, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი დაცვა არაუფლებამოსილი გამჟღავნებისაგან, ბოროტად გამოყენებისაგან ან დაკარგვისაგან;
b) „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს მხარის ნებისმიერ ორგანოს ან უწყებას, რომლის შესახებ გაიგზავნება შეტყობინება მე-13 მუხლის შესაბამისად;
c) „საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება” ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ პირს შეუძლია გააჩნდეს საიდუმლო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად;
d) „საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება” ნიშნავს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ იურიდიულ პირს გააჩნია შესაძლებლობა, რათა დააკმაყოფილოს საიდუმლო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და მასთან მოპყრობის პირობები შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად;
e) „საიდუმლო კონტრაქტი” ნიშნავს ერთი მხარის სახელმწიფოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირსა და მეორე მხარის სახელმწიფოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს შორის დადებულ კონტრაქტს ან ქვეკონტრაქტს, რომლის განხორციელებაც მოითხოვს საიდუმლო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ან მის წარმოშობას;
f) „მესამე მხარე” ნიშნავს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის წინამდებარე შეთანხმების თანახმად გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის წარმომშობი ან მიმღები, მთავრობას რომელიც არ არის წინამდებარე შეთანხმების მხარე ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
g) „წარმომშობი” ნიშნავს მხარეს, ისევე როგორც მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც წარგზავნის საიდუმლო ინფორმაციას;
h) „მიმღები” ნიშნავს მხარეს, ისევე როგორც მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც იღებს საიდუმლო ინფორმაციას.
მუხლი 2🔗
საიდუმლოობის ხარისხების ეკვივალენტობა
მხარეები თანხმდებიან შემდეგი საიდუმლოობის ხარისხების ეკვივალენტობაზე:
საქართველო:
ავსტრიის რესპუბლიკა:
შესაბამისი ინგლისურენოვანი ტერმინი:
განსაკუთრებული მნიშვნელობის
STRENG GEHEIM
TOP SECRET
სრულიად საიდუმლო
GEHEIM
SECRET
საიდუმლო
VERTRAULIჩH
CONFIDENTIAL
შეზღუდული სარგებლობისთვის
EINGESCHRÄNKT
RESTTRICTED
მუხლი 3🔗
საიდუმლოების გრიფის მინიჭება
(1) გადასაცემი საიდუმლო ინფორმაციისთვის საიდუმლოების გრიფის მინიჭება უნდა მოხდეს წარმომშობის მიერ სათანადო საიდუმლოობის ხარისხის შესაბამისად.
(2) უნდა მოხდეს აგრეთვე იმ საიდუმლო ინფორმაციისთვის საიდუმლოების გრიფის მინიჭება, რომელიც წარმოიშობა, მრავლდება ან ითარგმნება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის პროცესში.
(3) საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა ან მოხსნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ წარმომშობის წერილობითი თანხმობით. წარმომშობმა დაყოვნების გარეშე უნდა აცნობოს მიმღებს გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების ან მოხსნის შესახებ.
მუხლი 4🔗
საიდუმლო ინფორმაციის დაცვის პრინციპები
(1) მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სათანადო ზომა, რათა უზრუნველყონ გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის დაცვა, და უნდა განახორციელონ ასეთი დაცვის აუცილებელი კონტროლი.
(2) მხარეებმა გადაცემულ საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიანიჭონ სულ მცირე ისეთივე დაცვის ხარისხი, როგორსაც ისინი ანიჭებენ თავიანთ საკუთარ ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციას.
(3) საიდუმლო ინფორმაცია გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც ის გადაიცა.
(4) გადაცემული საიდუმლო ინფორმაცია უნდა გახდეს ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან, გააჩნდეთ ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და რომლებიც საჭიროებენ ასეთ ხელმისაწვდომობას თავიანთი მოვალეობების განსახორციელებლად.
(5) მხარემ არ უნდა გახადოს საიდუმლო ინფორმაცია ხელმისაწვდომი მესამე მხარისათვის წარმომშობის კომპეტენტური ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე.
(6) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის პროცესში წარმოშობილი საიდუმლო ინფორმაცია უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ისეთივე დაცვით, როგორც გადაცემული საიდუმლო ინფორმაცია.
მუხლი 5🔗
საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება
(1) წინამდებარე შეთანხმების კომპეტენციის ფარგლებში, თითოეულმა მხარემ უნდა ცნოს მეორე მხარის მიერ მინიჭებული საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვებები.
(2) კომპეტენტური ორგანოები უნდა დაეხმარონ ერთმანეთს მოთხოვნის შემთხვევაში და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად წინამდებარე შეთანხმების გამოყენებისათვის აუცილებელი შემოწმების პროცედურების განხორციელებაში.
(3) წინამდებარე შეთანხმების კომპეტენციის ფარგლებში, კომპეტენტურმა ორგანოებმა დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, განსაკუთრებით საიდუმლოობის ხარისხის მოხსნის ან შეცვლის შესახებ.
(4) წარმომშობის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, მიმღების კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გასცეს წერილობითი დადასტურება იმის თაობაზე, რომ პირს გააჩნია საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობის უფლება.
მუხლი 6🔗
საიდუმლო კონტრაქტები
(1) საიდუმლო კონტრაქტი უნდა შეიცავდეს დებულებებს უსაფრთხოების მოთხოვნებისა და გადასაცემი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შესახებ.
(2) საიდუმლო კონტრაქტების კონტექსტის ფარგლებში, თითოეულმა მხარემ უნდა ცნოს მეორე მხარის მიერ მინიჭებული საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვებები.
(3) საიდუმლო კონტრაქტების მომზადების ან დადების კონტექსტის ფარგლებში, კომპეტენტურმა ორგანოებმა მოთხოვნის შემთხვევაში უნდა აცნობონ ერთმანეთს, იქნა თუ არა გაცემული საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება, რომელიც ძალაშია, ან იქნა თუ არა ინიციირებული სათანადო პროცედურები, აგრეთვე აცნობონ იმ საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ, რომელსაც შეიცავს საიდუმლო კონტრაქტი.
(4) კომპეტენტურმა ორგანოებმა დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ ერთმანეთს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, განსაკუთრებით საიდუმლოობის ხარისხის მოხსნის ან შეცვლის შესახებ.
(5) წარმომშობმა უნდა გადასცეს მიმღებს და მიმღების კომპეტენტურ ორგანოს იმ საიდუმლო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც უნდა გადაიცეს საიდუმლო კონტრაქტის თანახმად.
მუხლი 7🔗
გადაცემა
საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადაიცეს დიპლომატიური არხების მეშვეობით ან ნებისმიერი სხვა არხებით, რომლებიც შეთანხმებულია მხარეებს შორის და შეესაბამება თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივ სამართალს. საიდუმლო ინფორმაციის მიღება დადასტურებული უნდა იქნეს წერილობით.
მუხლი 8🔗
გამრავლება და თარგმნა
(1) საიდუმლო ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს წარმომშობის მიერ.
(2) სრულიად საიდუმლო/GEHEIM/SECRET საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია უნდა გამრავლდეს ან ითარგმნოს მხოლოდ წარმომშობის წერილობითი თანხმობით. განსაკუთრებული მნიშვნელობის/STRENG GEHEIM/TOP SECRET საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს ან ითარგმნოს მიმღების მიერ.
(3) საიდუმლო ინფორმაცია უნდა ითარგმნოს და გამრავლდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გააჩნდეთ შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.
(4) ასლები და თარგმანები დაცული უნდა იყოს ისეთივე წესით, როგორც ორიგინალები.
მუხლი 9🔗
განადგურება
(1) საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს კონტროლს დაქვემდებარებული გზით და ისეთი ხერხით, რომელიც არ მისცემს საშუალებას მის მთლიან ან ნაწილობრივ აღდგენას. განსაკუთრებული მნიშვნელობის/STRING GEHEIM/TOP SEKRET საიდუმლოების გრიფით აღნიშნული საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს, არამედ ის უნდა იქნეს დაბრუნებული.
(2) კრიზისული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გადაცემული ან წარმოშობილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა ან დაბრუნება, საიდუმლო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. მიმღებმა უნდა აცნობოს წარმომშობის კომპეტენტურ ორგანოს ასეთი განადგურების შესახებ უმოკლეს ვადაში.
მუხლი 10🔗
ვიზიტები
(1) ვიზიტები, რომლის დროსაც მოთხოვნილია საიდუმლო ინფორმაციასთან გაცნობა, დამოკიდებულია მასპინძელი მხარის კომპეტენტური ორგანოს წინასწარ ნებართვაზე. ნებართვა უნდა გაიცეს:
a. ერთ წლამდე ვადით;
b. ერთჯერადი ან მრავალჯერადი ვიზიტებისთვის; და
c. მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად უფლებამოსილნი არიან, გააჩნდეთ შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.
(2) მოთხოვნები ვიზიტებზე წარდგენილ უნდა იქნეს მასპინძელი მხარის კომპეტენტური ორგანოსათვის ვიზიტამდე სულ მცირე 3 კვირით ადრე, გადაუდებელ შემთხვევებში კი უფრო მოკლე ვადაში. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს ვიზიტის დეტალების შესახებ და უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების დაცვა.
(3) მოთხოვნები ვიზიტებზე შედგენილ უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე და უნდა ითვალისწინებდეს განსაკუთრებით შემდეგს:
a. ვიზიტის მიზანი და მისი სავარაუდო თარიღი;
b. ვიზიტორის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა და პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომერი;
c. ვიზიტორის თანამდებობა და იმ ორგანოს, უწყების ან საწარმოს დასახელება, რომელსაც წარმოადგენს ვიზიტორი;
d. ვიზიტორის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების ძალაში ყოფნის ვადა და დონე;
e. იმ ორგანოების, უწყებების ან დაწესებულებების დასახელება, მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომერი, ელექტრონული მისამართი და საკონტაქტო პუნქტი, რომლებიც უნდა მოინახულოს ვიზიტორმა;
f. მოთხოვნის თარიღი და კომპეტენტური ორგანოს ხელმოწერა.
მუხლი 11🔗
უსაფრთხოების დარღვევა
(1) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის სავარაუდო ან დადგენილი არაუფლებამოსილი გამჟღავნების, ბოროტად გამოყენების ან დაკარგვის შემთხვევაში, მიმღების კომპეტენტურმა ორგანომ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს წარმომშობის კომპეტენტურ ორგანოს აღნიშნულის შესახებ.
(2) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის დებულებათა დარღვევები უნდა იქნეს გამოძიებული და სასამართლოს მიერ წარმოებული შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესაბამისად. მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეები უნდა დაეხმარნონ ერთმანეთს.
(3) მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს გამოძიების შედეგებისა და მიღებული ზომების შესახებ.
მუხლი 12🔗
ხარჯები
თითოეული მხარე დაფარავს წინამდებარე შეთანხმების განხორციელების პროცესში წარმოშობილ თავის საკუთარ ხარჯებს.
მუხლი 13🔗
კომპეტენტური ორგანოები
მხარეებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა აცნობონ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოების შესახებ.
მუხლი 14🔗
კონსულტაციები
(1) კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი სამართლის შესახებ და მასში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ.
(2) კომეპტენტურმა უწყებებმა მოთხოვნის შემთხვევაში უნდა აცნობონ ერთმანეთს თავიანთ ქვეყნებში არსებული შესაბამისი უსაფრთხოების ორგანიზაციის და პროცედურების შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს შედარების გაკეთება და უსაფრთხოების იმავე სტანდარტის შენარჩუნება.
(3) წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამართონ ერთმანეთთან კონსულტაციები და ხელი შეუწყონ აუცილებელ ორმხრივ ვიზიტებს.
მუხლი 15🔗
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მხარეთა შორის პირდაპირი კონსულტაციებით და/ან მოლაპარაკებებით დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 16🔗
დასკვნითი დებულებები
(1) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის იმ დღიდან მომდევნო მეორე თვის პირველ დღეს, როდესაც მხარეებმა ერთმანეთს შეატყობინეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
(2) წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ორივე მხარის წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოქმის სახით, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ნებისმიერი ასეთი ოქმი ძალაში შევა 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
(3) თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება ნებისმიერ დროს წერილობითი შეტყობინებით, დიპლომატიური არხების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას მეორე მხარის მიერ მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, გადაცემული ან წინამდებარე შეთანხმების გამოყენებისას წარმოშობილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა უნდა გაგრძელდეს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
შესრულებულია ქ. ვენაში, 2011 წლის 6 ივნისს ორ დედნად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის ავსტრიის ფედერალური მთავრობის
სახელით სახელით
/ხელმოწერილია/ /ხელმოწერილია/