შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის პირობების შესახებ

მიღების თარიღი 10.10.2003
ძალაში შესვლა 10.11.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480230000.02.106.000447
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 17/11/2003
matsne.gov.ge 742 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2003 მიღება
10.11.2003 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს აღმასრულებელი     ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის პირობების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:4.5pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 55.35pt 56.7pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის პირობების შესახებ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ორ ქვეყანასა და მათ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობის შემდგომი განვითარების მიზნით, ხელმძღვანელობენ რა სურვილით, მოაწესრიგონ ორი ქვეყნის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის რეჟიმი, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეებს უფლება აქვთ შევიდნენ, გავიდნენ, იმყოფებოდნენ და მგზავრობდნენ ტრანზიტით მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უვიზოდ, ამ შეთანხმების დანართში მითითებული, მათი პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.     მუხლი 2🔗 ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება ამ შეთანხმების მოქმედება, შეუძლიათ შევიდნენ, გავიდნენ და მგზავრობდნენ ტრანზიტით მესამე ქვეყნებში მხარეთა ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის განსაზღვრული გამტარი პუნქტებიდან, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის აუცილებელი პროცედურების დაცვით, მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.     მუხლი 3🔗 მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეებმა მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას უნდა დაიცვან ამ სახელმწიფოს კანონები და წესები, მათ შორის, რეგისტრაციის (დროებითი ჩაწერის), ყოფნის და გადაადგილების წესები, რომლებიც დადგენილია უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის.     მუხლი 4🔗 მხარეთა სახელმწიფოების მიერ ახალი დოკუმენტების სამოქალაქოდ შემოღების შემთხვევაში, მხარეები მათი ძალაში შესვლამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, დიპლომატიური არხების მეშვეობით ცვლიან ამ დოკუმენტების ნიმუშებს. მხარეთა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროები გაცვლიან მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის, გასვლისა და ყოფნის წესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, და სხვა ინფორმაციას ამ სფეროში.     მუხლი 5🔗 მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, ჩაატარებენ კონსულტაციებს იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც დაკავშირებულია ამ შეთანხმების შესრულებასთან. ნებისმიერი უთანხმოება ან სადავო საკითხი, რომელიც წარმოიშობა ამ შეთანხმებიას დებულებათა შესრულების ან გამოყენების პროცესში, გადაიჭრება მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 6🔗 მხარეთა თანხმობით ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელთა გაფორმებაც მოხდება ცალკეული ოქმებით, რომლებიც ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია და ძალაში შედის შეთანხმების მე-9 მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით.     მუხლი 7🔗 თითოეულ მხარეს უფლება აქვს დროებით სრულიად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება, თუ ეს საჭიროა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის. ასეთი ზომების მიღების ან მათი გაუქმების შესახებ მხარეები წინასწარ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა გადაწყვეტილების მიღებიდან, ატყობინებენ ერთმანეთს დიპლომატიური არხებით.     მუხლი 8🔗 ეს შეთანხმება არ ზღუდავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მონაწილენი ისინი არიან.     მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერიდან 30–ე დღეს და მოქმედებს 90 დღის გასვლამდე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის ოფიციალური შეტყობინების მიღების დღიდან, – ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის სურვილის შესახებ. შესრულებულია ქ. თბილისში 2003 წლის 10 ოქტომბერს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, უზბეკურ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმების განმარტებისას უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები იხელმძღვანელებენ ტექსტით რუსულ ენაზე. საქართველოს აღმასრულებელი     ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის პირობების შესახებ 2003 წლის 10 ოქტომბრის შეთანხმების დანართი ერთი ქვეყნის მოქალაქეთა მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლისა და გადაადგილებისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი საქართველოს მოქალაქეთათვის: 1. საქართველოს დიპლომატიური პასპორტი. 2. საქართველოს სამსახურებრივი პასპორტი. 3. საქართველოს პასპორტი. 4. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მოწმობა (საფრენოსნო დავალებაში ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში). 5. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა (მხოლოდ საქართველოში დასაბრუნებლად). 6. 16 წლამდე ბავშვებისათვის დაბადების მოწმობა (საქართველოდან მხოლოდ მათ კანონიერ წარმომადგენლობის თანხლებით გასვლისათვის). 7. ოფიცერის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის: 1. უზბეკეთის რესპუბლიკის დიპლომატიური პასპორტი. 2. უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი. 3. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მოწმობა (საფრენოსნო დავალებაში ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში). 4. უზბეკეთის რესპუბლიკაში დასაბრუნებელი მოწმობა (მხოლოდ უზბეკეთის რესპუბლიკაში დასაბრუნებლად). 5. 16 წლამდე ბავშვებისათვის დაბადების მოწმობა (უზბეკეთის რესპუბლიკიდან მხოლოდ მათ კანონიერ წარმომადგენლების თანხლებით გასვლისათვის). 6. უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 16 წელი. 7. ოფიცრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.