„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსკანონი
„ნორმატიულიაქტებისშესახებ“ საქართველოსკანონშიდამატებებისშეტანისთაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლის პირველ და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტებში სიტყვების „საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება,“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 157 მუხლი:
„მუხლი 157
1. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტია სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.
3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტში სიტყვების „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება;“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება;“.
4. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს,“, ხოლო სიტყვების „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“,“ – სიტყვები „ნავთობისა და გაზის შესახებ“,“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 2 მარტი.
№759-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.03.2001.
- როდის იქნა მიღებული „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.03.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №759. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.010.05.001.000.886.
- სად არის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №759, 02.03.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.000.886 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15118/