სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14/5
სარეგისტრაციო კოდი
330120020.35.157.016064
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111121023, 25/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14/5

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თეთრიწყარო

სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები თეთრიწყაროსმუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1).

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                       გ.  მესტვირიშვილი

 

დანართი №1

ჯარიმის ოდენობები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით

ზონა

ზონის აღწერა

ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე

1

I ზონა

ქ. თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი; პარკები, სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია

0,2

2

II ზონა

ქ. თეთრიწყაროში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ქუჩების ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი

0,15

3

III ზონა

მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლი; სოფლებში არსებული სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია

0,1