„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. 48-ე მუხლის:
ა) ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად;
ბ) პირველ პუნქტს პირველი წინადადების შემდეგ დაემატოს წინადადება: „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფოს წილი 50%-ზე მეტია, ამასთან საწესდებო კაპიტალის ოდენობა აღემატება 30000 ლარს და თანხების წლიური ბრუნვის ოდენობა – 100000 ლარს, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა სავალდებულოა.“;
გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. საწესდებო კაპიტალის 20%-ის მფლობელის (მფლობელების) მოთხოვნით სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა.“.
2. 55-ე მუხლის პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს წინადადება:
„საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 20%-ის მფლობელს (მფლობელებს) უფლება აქვს სამეთვალყურეო საბჭოში ჰყავდეს სულ მცირე ერთი წარმომადგენელი.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 2 მარტი.
№774–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.03.2001.
- როდის იქნა მიღებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.03.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №774. სარეგისტრაციო კოდი — 240.000.000.05.001.000.891.
- სად არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №774, 02.03.2001, სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.000.891 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15142/