„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№931
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.034.016065
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111124009, 24/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №931

2011 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 24 მარტის №384 ბრძანები თ (სსმ III, 28.03.2008, №47, მუხლი 533) დამტკიცებულ №2 დანართს დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით:

,,შენიშვნა:

 ამ დანართით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მოსამსახურეთათვის დამტკიცებული დამატებითი საველე სანივთე ქონებით უზრუნველყოფა გავრცელდეს დეპარტამენტის იმ მოსამსახურეებზე და სამოქალაქო პირებზე, რომელთა სანივთე ქონებით უზრუნველყოფაზე დეპარტამენტის დანაყოფების უფლებამოსილი პირების არგუმენტირებული პატაკის საფუძველზე გამოცემულია დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ი. მერაბიშვილი