„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 ოქტომბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.117.016075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111128013, 01/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2011 წლის 25 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 ოქტომბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. შეტანილ იქნას ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 ოქტომბრის №37 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 111101016, 07/11/2011) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის“ მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნებისა და სკვერების ნუმერაციის საფუძველი

ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნებისა და სკვერების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:

 ა) ნუმერაციის არარსებობა;

 ბ) არსებულ დოკუმენტებში მინიჭებული ნომრების აღრევა;

 გ) სხვა შემთხვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნუმერაციის მოთხოვნა.“.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                  კ. ფარჯანაძე