„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
240120100.35.117.016077
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111128015, 01/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2011 წლის 25 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №14 დადგენილებაში (სსმ, ვებ პორტალი,  110328003, 01/04/2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

     „მუხლი 61. განმეორებითი აუქციონი

თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის  გაცემა, გამყიდველის მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შეცვლილი საწყისი საფასურით განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე საწყისი საფასური საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ მოხდა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის პირობების“ (დანართი №2) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აუქციონზე გამოტანილი ლოტის საწყისი ფასი განისაზღვროს ნებართვის გამცემის მიერ, არსებული საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.“

4. დადგენილებით დამტკიცებული „სანებართვო მოწმობის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი №5) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სანებართვო მოწმობაზე დაიტანება სანებართვო მოწმობის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის სახელწოდებები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით და რეგისტრაციის ნომერი.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული „სანებართვო მოწმობის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი №5) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სანებართვო მოწმობის დამცავ ნიშნად გამოყენებული უნდა იქნეს:

ა) გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ სამი ციფრისა);

ბ) სანებართვო მოწმობის ბლანკის ზედა მარჯვენა კუთხეში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულება, რომელიც ხილულია მხოლოდ ულტრაიისფერი დასხივებისას;

გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბის ხილული გამოსახულება სანებართვო ბლანკის მთლიან ფონზე.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს დანართი №1-ის შესაბამისად.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            კ. ფარჯანაძე               

 

 

საქართველო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის

საკრებულო

 

 

 

 

 


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა

ნებართვა N000

ეძლევა ____________________________________________________________________________________

ნებართვის მიმღები და მისი მისამართი

 

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

 

საფუძველი: ---------------------------------------------------------------------------------------------------------

___________________________________________________________________________________________

ნებართვის მოქმედების ვადა:  _________________________________ -დან

                                                     _________________________________ -მდე.

ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ნებართვის გამცემთან.

შენიშვნა: სანებართვო პირობები წარმოადგენს ნებართვის განუყოფელ ნაწილს.

 

სანებართვო პირობები

 

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

ნებართვის მიმღები:

                                      

                                                                                             ბეჭდის ადგილი

ნებართვა გაცემულია 20-- წლის _______________________________________ 

 

საკრებულოს თავმჯდომარე:

სფს რეგისტრაციის №

დამკვეთი:

დამამზადებელი: