განჩინება შპს „ევრობილდინგი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2011 წლი ს 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,ევრობილდინგის“ გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ,
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
2011 წლის 2 ნოემბერს შპს ,,ევრობილდინგის“ გაკოტრების მმართველმა ვლადიმერ სალაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ იმაზე მითითებით, რომ სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით ორჯერ გამოცხადებულ იქნა აუქციონი, მაგრამ მონაწილეობა აუქციონში არავის მიუღია. გაკოტრების მმართველი ითხოვს მოწვეულ იქნ ე ს კრედიტორთა კრება სამურვეო ქონების განაწილების საკითხის გადაწყვეტის და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების მიზნით.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის, სამეურვეო ქონების განაწილებისა და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ დღის წესრიგით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ევრობილდინგის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. გაკოტრების მმართველის ანგარიშის წარდგენა.
1.2. სამეურვეო ქონების განაწილება.
1.3 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 30 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
3. დაევალოს შპს ,,ევრობილდინგის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება, განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი