განისაზღვროს ქ. თბილისის მერიის
სსიპ თბილისის მართვის ცენტრის ასიგნებები 2500,0 ათასი ლარით:
ათას ლარებში
ორგანიზაციული კოდი
დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა
2011 წლის გეგმა
2012 წლის პროექტი
14 00
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის მართვის ცენტრი
300,0
2 500,0
მომუშავეთა რიცხოვნობა
17,0
70,0
2
ხარჯები
242,6
2 099,6
25
სუბსიდიები
242,6
2 099,6
31
არაფინანსური აქტივები
57,4
400,4
მიზანი:
ქალაქ თბილისში საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების ეფექტური მართვის სისტემის ჩამოყალიბება.
განსახორციელებელი ღონისძიებები:
– გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების ერთიანი ნომრის დანერგვა;
– გადაუდებელი სიტუაციების შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება, შეფასება და მათზე რეაგირებისათვის შესაბამისი სამსახურებისათვის/დაწესებულებებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება და პროცესების ცენტრალიზებული მართვა;
– მოსახლეობისათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა და ინფორმაციის მიწოდება;
– გადაუდებელი სიტუაციების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და ანალიზი;
– სხვა ღონისძიებები.
მოსალოდნელი შედეგი:
– ქ. თბილისში გადაუდებელი სიტუაციების მაკორდინირებელი ერთიანი ნომრის დანერგვა;
– გადაუდებელი სიტუაციების შესახებ ზარების დროული მიღება და შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება;
– მოსახლეობისათვის მომსახურების ოპერატიულად და ეფექტურად გაწევა.
შეფასების კრიტერიუმი:
– გადაუდებელი სიტუაციების შესახებ ზარების დროული მიღება და რეაგირებისათვის ინფორმაციის დროული გადაცემა პასუხისმგებელი სამსახურებისთვის/დაწესებულებებისთვის;
– გადაუდებელი სიტუაციების მაკორდინირებელი ერთიანი ნომრის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე.
მარეგულირებელი ნორმე