საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.11.2011
ძალის დაკარგვა 09.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №208
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.038.016078
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111129006, 30/11/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,358 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.11.2011 მიღება
09.08.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.abzacixmlChar { } span.PlainTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 40.5pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №208 2011 წლის 29 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 211  მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხ. კალმახელიძე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირველი და 1​1 ​ პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს. 2. კომისიის მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის ხელშეწყობა. 3. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი , „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ეს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები. 4. კომისიის იურიდიული მისამართია : ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №42. 5. კომისიას აქვს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულების მქონე ბლანკი და ბეჭედი , რომელიც ინახება კომისიის თავმჯდომარესთან.     მუხლი 2🔗. კომისიის საქმიანობის პრინციპები მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.     მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი 1. კომისია შედგება კომისიის 5 წევრისაგან, რომლის შემადგენლობაში შედიან: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის 1 თანამშრომელი; ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი; გ) როტაციის წესით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი. 3. კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენლის კანდიდატურას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო. 4. კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელს , სამინისტროს ცენტრალური აპარატის 1 თანამშრომელსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელს ამტკიცებს მინისტრი, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ექვემდებარებიან როტაციას ყოველი 1 წლის შემდეგ.     მუხლი 4🔗. კომისიის წევრი 1. კომისიის წევრი: ა) უფლებამოსილია დასვას საკითხი კომისიის სხდომაზე განსახილველად; ბ) მიიღოს მონაწილეობა კომისიის საქმიანობაში; გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; დ) გაეცნოს საქმის მასალებს;    ე ) ჯეროვნად შეასრულოს მათზე დაკისრებული მოვალეობები ; ვ ) მოვალეობის განხორციელებისას მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ ) იცავს კომისიის საქმიანობისათვის დადგენილ პროცედურებს . 2 . კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ ) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა; გ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ ) მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ზედიზედ სამჯერ გაცდენა; ე ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ვ ) გარდაცვალება. 3 . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის წევრი ს უფლებამოსილება წყდება მინისტრის ბრძანებით. 4 . კომისიის წევრები საქმიანობას ეწევიან ანაზღაურების გარეშე.     მუხლი 5🔗. კომისიის ხელმძღვანელი პირები 1. კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, რომლებსაც კომისიის შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს კომისია. 2. კომისიის ხელმძღვანელი პირის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. 3. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს კომისიის სხდომებს და განსაზღვრავს მათი ჩატარების დროსა და ადგილს; ბ) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; გ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; დ) უძღვება სხდომაზე საკითხის განხილვას; ე ) ზედამხედველობს კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას; ვ ) ხელს აწერს სხდომის ოქმს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება მოსილებებს. 4. კომისიის მდივანი: ა) ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი უფლებმოსილების ვადამდე შეწყვეტისას; ბ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; გ) უზრუნველყოფს კომისიის წევრებისთვის მასალების პერიოდულად გაგზავნას; დ ) გამოითხოვს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ მასალებს ; ე ) უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას; ვ ) ხელს აწერს სხდომის ოქმს; ზ ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 6🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია უფლებმოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს (შემდგომში – პრობაციის ბიურო) უფროსის შუამდგომლობა. 2. კომისი ა აგრეთვე უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.     მუხლი 7🔗. კომისიის სხდომა 1. კომისიის განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. თუ კომისია ჩათვლის საჭიროდ მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულისაგან, ატარებს ზეპირ მოსმენას.  2. პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისთვის ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე. 3. ზეპირ მოსმენაზე დასწრების უფლება აქვთ მსჯავრდებულს, მის დამცველს/ადვოკატსა და მსჯავრდებულზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს. 4. სხდომას იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხდომა, როგორც წესი, იმართება თვეში ერთხელ, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის არანაკლებ 2 წევრის მოთხოვნით. 5 . კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი , გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით. 6 . კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 7 . კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.      მუხლი 8🔗. კომისიის საქმიანობის წესი 1. ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე წარმოდგენილ შუამდგომლობებს , კომისია, როგორც წესი, განიხილავს თავის მორიგ სხდომაზე. 2. კომისიაში შემოსული მასალები, კომისიის სხდომის ჩატარებამდე გონივრულ ვადაში ეგზავნებათ კომისიის წევრებს გასაცნობად. 3. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რასაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.      მუხლი 9🔗. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა 1. კომისიას პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის ( მისი დამცველი, ან კანონიერი წარმომადგენელი) შესაბამისი განცხადების საფუძველზე. 2. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის გამოსაცდელი ვადის მოხდას , დანაშაულის სიმძიმეს, მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ პირობებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, ასევე სხვა გარემოებებს, რომლებიც ახასიათებს მას.     მუხლი 10🔗. კომისიის გადაწყვეტილება. 1. ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესით, წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის შემდეგ კომისისას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ; ბ) მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ. 2 . კომისიის გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს მოტივირებული. 3. თუ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისთვის ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლის შემდეგ. 4. მიღებული გადაწყვეტილება 14 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მსჯავრდებულსა და შესაბამის პრობაციის ბიუროს. 5. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 11🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის ის მოსამსახურეები, რომლებსაც განსაზღვრავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.     მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებები 1. კომისიის დაკომპლექტება უნდა დასრულდეს ამ დებულების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში. 2. კომისიის დაკომპლექტებისთანავე, კომისიის პირველ სხდომას იწვევს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.