„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №282
2011 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის № 206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის № 156 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებ აში (სსმ III, 09.10.2007, № 140, მუხ. 1553) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ1. გამოსცემს ბრძანებებს წარმომადგენლობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე, რომელშიც იგი წარმოადგენს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაგრამ არ გააჩნია ამ სახელმწიფოში მუდმივი ადგილსამყოფელი. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ სახელმწიფოში დაფუძნებულია დამოუკიდებელი დიპლომატიური წარმომადგენლობა. “.
2. მე-5 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბრძანების გამოცემისთანავე უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“, ,,თ1“და „ლ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრძანების ელექტრონული ვერსიის გადაგზავნას, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბრძანების გამოცემის მიზანი, საფუძველი და ვადები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ . ვაშაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.11.2011.
- როდის იქნა მიღებული „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.11.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №282. სარეგისტრაციო კოდი — 480070000.22.030.016032.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.11.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №282, 28.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 480070000.22.030.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1517749/