აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 28.11.2011
ძალის დაკარგვა 01.04.2021
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111130009, 30/11/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,662 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2011 მიღება
01.04.2021 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.MsoPageNumber {} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } span.FooterChar { } span.HeaderChar { } p.ListParagraph1, li.ListParagraph1, div.ListParagraph1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 46.3pt .75in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აფხაზეთის მთავრობის დადგენილება №13 2011  წლის   28   ნოემბერი ქ. თბილისი აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის შექმნის შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წე სის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 14​1 მუხლის, „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად: 1. რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება –  ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მის ბაზაზე შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულება – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი; 2. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის თანდართული დებულება; 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების –  ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა  დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 6 (ექვსი) საშტატო ერთეულით; 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს (ნ. ჩხარტიშვილი) დაევალოს: ა)  დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (თ. კვარაცხელია)  აღნიშნული ცვლილება გაითვალისწინოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონის პროექტში.  6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 იანვრის №3 დადგენილება („აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე“, № 2, 12.02.200 7 წ. მუხლი №3.); 7. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2012 წლის 01 იანვრამდე; 8. დადგენილების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილება ამოქმედდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედების დღიდან. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                    თ. კვარაცხელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – „დეპარტამენტი“) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო“) საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, ამ დებულებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – „მინისტრი“) ბრძანებებით და  სხვა აქტებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და  სამინისტროს წინაშე და ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, სამინისტროს ან/და საქართველოს შესაბამისი სამინისტროს მიერ სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 4. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი შესაბამისი გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 5. დეპარტამენტი ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. 6. დეპარტამენტის დროებითი იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის №15​ა.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა  ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ფუნქციონირების ორგანიზება, მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი, ინფრასტრუქტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ეკონომიკის დარგების განვითარების ხელშეწყობა. ასევე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებზე საინჟინრო-ანალიტიკური ინფორმაციის მოძიება და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნაю   2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთობლივად ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ბ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა სივრცითი მოწყობის, ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებში; გ) ს ამინისტროს ხელმძღვანელობით ეკონომიკის დარგების (ტურიზმი, ტრანსპორტი, მშენებლობა, მრეწველობა, ვაჭრობა, ელექტროკომუნიკაცია და ფოსტა) განვითარების მიზნით წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა; ე) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებისა და გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა; ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვისა და აღრიცხვის ორგანიზაცია; ზ) აფხაზეთიდან დევნილთა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით პროგრამებისა და ბიზნეს-გეგმების შემუშავების ხელშეწყობა. ამ მიზნით, სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; თ) წერილობითი დავალების საფუძველზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრების საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, საჭირო-სარემონტო სამუშაოების მოცულობის დადგენა და შესაბამისი დეფექტური აქტების შედგენა; ი) სამინისტროსთან შეთანხმებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; კ) აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მიერ გამოშვებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ორგანიზების ხელშეწყობა; ლ) აფხაზეთის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიება და სამინისტროსათვის მიწოდება შემდგომი რეაგირების მიზნით; მ) სამინისტროს თანხმობით  მოლაპარაკებების წარმოება და  ხელშეკრულებების  დადება საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ეკონომიკის დარგების განვითარების მიზნით; ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეკონომიკის დარგების განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და შემდგომი რეაგირების მიზნით სამინისტროსთვის მიწოდება; ო) კომპეტენციის ფარგლებში  საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სათანადო უწყებების მიერ ეკონომიკური დარგების განვითარების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა; პ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციული განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა განყოფილება .     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, „აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მართვას. 2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრის წარდგინებით. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგეობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციების, საქართველოსა და აფხაზეთის კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, საქართველოსა და აფხაზეთის შესაბამისი მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე; გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მათი საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეებს, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებს; ე) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას; ვ) სამინისტროს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსათვის განკუთვნილ საკითხებზე წარუდგენს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტებს, აგრეთვე, წინადადებებს გადაწყვეტილების მისაღებად; ზ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის შესრულებაზე; თ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ან/და სამინისტროს დავალებით შესასწავლ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და სათანადო დასკვნის მომზადების მიზნით, შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი; ი) ნორმატიული აქტების შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას და პასუხისმგებელია მის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; კ) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვა-გამოყენებაზე და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს. 3. დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილება წყდება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.     4 . დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები 1. ადმინისტრაციული განყოფილება: ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის  ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას; ბ) ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვას; გ) ახორციელებს დეპარტამენტის დოკუმენტბრუნვას; დ) უზრუნვეყოფს დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას; ე) უზრუნველყოფს სამინისტროში დეპარტამენტის ბიუჯეტის შესახებ წინადადებების წარდგენას. 2. ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა განყოფილება:  ა)  შეიმუშავებს წინადადებებსა და კონცეფციებს ეკონომიკის დარგების (ტურიზმი, ტრანსპორტი, მშენებლობა, მრეწველობა, ვაჭრობა, ელექტროკომუნიკაცია და ფოსტა) განვითარების მიზნით; ბ) ახორცილებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვას; გ) შეიმუშავებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკასა და სტრატეგიას და, დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ, უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას; დ) ორგანიზებას უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვასა და აღრიცხვას; ე) ხელს უწყობს აფხაზეთიდან დევნილთა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ამ მიზნით მონაწილეობას იღებს  შესაბამისი პროგრამებისა და ბიზნეს-გეგმების შემუშავებაში; ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პოლიტიკის შემუშავებაში; ზ) სამინისტროს თანხმობით ხელს უწყობს აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მიერ გამოშვებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებას; თ) სამინისტროს თანხმობით აწარმოებს მოლაპარაკებებს და დებს ხელშეკრულებებს საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ეკონომიკის დარგების განვითარების მიზნით; ი) მოიპოვებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკონომიკის დარგების განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ახორციელებს მათ ანალიზს და, შემდგომი რეაგირების მიზნით, აწოდებს სამინისტროს; კ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით თანამშრომლობს საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან სივრცითი მოწყობის, ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებში; ლ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრების საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას, საჭირო-სარემონტო სამუშაოების მოცულობის დადგენასა და შესაბამისი დეფექტური აქტების შედგენას; მ) უზრუნველყოფს საქართველოსა და აფხაზეთის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.     მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ქონება დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული მატერიალური და არამატერიალური საშუალებები, მათ შორის, საბიუჯეტო-ფინანსური რესურსები, რომელიც აისახება დეპარტამენტის დამოუკიდებელ ბალანსზე.      მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებანი 1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით. 2. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.