საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.11.2011
ძალის დაკარგვა 21.06.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/2511
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.024.016127
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111130016, 30/11/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,547 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2011 მიღება
21.06.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
Y 4 წლამდე
QY 5
P 90-დან 100%-მდე
QP 5
t 5 წლამდე
Qt 1
E Euro 0, Euro 1
QE 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (4)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:"Courier New CYR";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {mso-style-link:"Body Text 2 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {mso-style-link:"No Spacing Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; color:black;} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} span.CharChar4 {mso-style-name:"Char Char4"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CharChar3 {mso-style-name:"Char Char3"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CharChar2 {mso-style-name:"Char Char2"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CharChar1 {mso-style-name:"Char Char1"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CharChar {mso-style-name:"Char Char"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} span.NoSpacingChar {mso-style-name:"No Spacing Char"; mso-style-link:"No Spacing"; font-family:"Sylfaen","sans-serif"; color:black;} span.BodyText2Char {mso-style-name:"Body Text 2 Char"; mso-style-link:"Body Text 2"; font-family:"Times New Roman","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:31.5pt 45.0pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/2511 2011 წლის  30 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 26​3 მუხლის მე -2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესი”. 2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გამცემად განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეტო ტრანსპორტის სააგენტო”. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვ . ქობალია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების შესაბამისად. 2. წესი ადგენს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის (შემდგომში − ნებართვა) მისაღებად კონკურსის ჩატარების, კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელთა შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის პირობებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონკურსში გამარჯვებულინებართვის მაძიებელი, რომელიც საკონკურსო კომისიის ოქმის საფუძველზე გამოცხადდა კონკურსში გამარჯვებულად; ბ) ნებართვის გამცემი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო); გ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას; დ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება; ე) საფასური – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ; ვ) პირი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი; ზ) ფინანსური რესურსი – პირის წლიური ანგარიშები, მისთვის ხელმისაწვდომი ფონდები (ბანკში ნაღდი ფულის ჩათვლით), ნებისმიერი აქტივები (ქონების ჩათვლით), მის განკარგულებაში არსებული მინიმალური კაპიტალი, საბანკო გარანტია ; თ) მენეჯერი – ავტოსატრანსპორტო პროცესების მართვაზე პასუხისმგებელი პირი. 2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისა, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობით.     მუხლი 3🔗. კონკურსის ორგანიზება 1. კონკურსი ცხადდება: ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვის გასაცემად; ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გასაცემად. 2. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. 3. კონკურსის ორგანიზატორია სააგენტო. 4. კონკურსის ჩატარების შესახებ სააგენტოს მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ნებართვის სახეობა; ბ) გასაცემი ნებართვების რაოდენობა; გ) ნებართვის გამცემის დასახელება; დ) ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და ადგილი; ე) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; ვ) გამარჯვებულის გამოვლენის ვადა; ზ) ნებართვის მოქმედების ვადა; თ) ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის ვადა; ი) განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები; კ) საკონკურსო განცხადებით წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი; ლ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო ჩათვლის მიზანშეწონილად. 5. სააგენტო, კონკურსის ჩატარებამდე არანაკლებ 3 დღით ადრე, უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) და/ან სააგენტოს ვებ - გვერდზე ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებას.     მუხლი 4🔗. კომისია 1. კონკურსის ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით სააგენტოში იქმნება მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი. 2. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის    მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები. 3. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესითა და კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. 4. კომისია დამოუკიდებელია. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს კომისიის საქმიანობაში. 5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, წევრები და კომისიის სხდომის მდივანი. 6. ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 5🔗. საკონკურსო პირობები და კონკურსში მონაწილეთა შეფასება 1. კონკურსის ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებით. 2. კონკურსში დაიშვება საქართველოში რეგისტრირებული ყველა გადამზიდველი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ძირითად საკონკურსო პირობებს: ა) საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მიღებისას გააჩნია საკუთრებაში და/ან ლიზინგით და/ან იჯარით საქართველოში რეგისტრირებული თუნდაც ერთი ავტობუსი; ბ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადიზიდვის ნებართვის მიღებისას გააჩნია მფლობელობაში საქართველოში რეგისტრირებული თუნდაც ერთი სატვირთო ავტომობილი, რომლის დასაშვები სრული მასა (მისაბმელის ჩათვლით) აღემატება 6 ტონას ან დასაშვები ტვირთამწეობა (მისაბმელის ჩათვლით) აღემატება 3.5 ტონას ; გ) ევროსაბჭოს 1996 წლის 29 აპრილის №96/26/EC დირექტივის „სატვირთო და სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების სამუშაოზე დაშვების, აგრეთვე ნაციონალური და საერთაშორისო გადაზიდვების თავისუფლად განხორციელების უფლების გამოყენებაში აღნიშნული საწარმოებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, დიპლომების, სერტიფიკატების და პროფესიული კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ“, ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) 1995 წლის 7-8 ივნისის №95/2 რეზოლუციის „ავტობუსებით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანების შესახებ“, ECMT-ს 2000 წლის 5 ივნისის CEMT/CM (2000)10/FINAL კონსოლიდირებული რეზოლუციის „საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების წესის თაობაზე“ მოთხოვნების შესაბამისად აკმაყოფილებს სამ ძირითად პირობას: გ.ა) გააჩნია კარგი რეპუტაცია, კერძოდ: გ.ა.ა) საწარმოს ხელმძღვანელი პირველი პირი, მენეჯერი და მძღოლი არ არის ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის ; გ.ა.ბ) საწარმოს ხელმძღვანელი პირველი პირი, მენეჯერი და მძღოლი არ ყოფილა მიცემული პასუხისგებაში შრომის ან სატრანსპორტო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევისათვის, მათ შორის: ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა მართვისა და დასვენების ხანგრძლივობის მარეგულირებელი წესების, გარემოს დაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან და ავტოსატრანპორტო საშუალებების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა; გ.ბ) გააჩნია სათანადო ფინანსური რესურსი, რომლის მინიმალური თანხა განისაზღვრება გადამზიდველის მიერ გამოყენებული ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის 5000 ლარის, ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის – 2500 ლარის ოდენობით; გ.გ) აკმაყოფილებს პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნას, რაც დასტურდება ტრანსპორტის სფეროში მენეჯერზე გაცემული დიპლომის და/ან სეტრიფიკატის და/ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა მოწმობების წარმოდგენით და/ან ამავე სფეროში საქმიანობის არანაკლებ 2 -წლიანი გამოცდილებით ; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს ნებართვის მაძიებლის საქმიანობის სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაცია. 3. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადებები მიიღება კონკურსის ჩატარების შესახებ სააგენტოს მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებულ მისამართზე და ვადაში. 4. ნებართვის მაძიებელმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს სააგენტოს სახელზე, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება კომისიას. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 5. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (ასლები); გ) კონკურსში წარმოდგენილი ნებართვის მაძიებლის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) (გარდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებებისა)) ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი, ლიზინგის ან იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულების ასლი; დ) წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი ; ე) შესაბამისი კატეგორიის მძღოლის (მძღოლების) მართვის მოწმობის ასლი (ასლები); ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა საწარმოს ხელმძღვანელი პირველი პირის, მენეჯერის და მძღოლის ნასამართლეობის შესახებ; ზ) ნებართვის მაძიებლის საქმიანობის სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაცია; თ) ტრანსპორტის სფეროში საწარმოს მენეჯერის პროფესიული კვალიფიკაციისა და/ან ამავე სფეროში საქმიანობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ი) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსის არსებობის დამადასტურებელი საბუთი; კ) პირის წერილობითი დასტური ამ მუხლის მე -2 პუნქტის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის თაობაზე; ლ) ნებართვის მაძიებლის, შესაბამისად, სამგზავრო ან/და სატვირთო გადაყვანა/გადაზიდვის სფეროში საქმიანობის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ კონკურსის მონაწილე მოქმედებს ნებართვის მაძიებლის სახელით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები, განცხადების გარდა, წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით, იმგვარად რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე იყოს შეუძლებელი. კომისია არ ჩაიბარებს დაულუქავი კონვერტით წარდგენილ დოკუმენტაციას და მას წარდგენისთანავე უკან დაუბრუნებს წარმომდგენს. 7. დაუშვებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით. საფოსტო გზავნილის სახით მიღებული განცხადება კომისიის მიერ არ განიხილება და გამომგზავნს უბრუნდება გზავნილზე მითითებულ მისამართზე გაუხსნელად. 8. კომისია განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის განცხადების შესაბამისობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან და მოქმედებს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად. 9. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე- 8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის მიერ მითითებულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან მიაწოდოს კომისიას მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე მოახდინოს წარდგენილ განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების გასწორება. 10. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის პირობებით დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი ითვლება არშემდგარად. განმეორებითი კონკურსი ჩატარდება სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად, წინამდებარე წესის მიხედვით.  11. სააგენტო უფლებამოსილია გადაავადოს განცხადების მიღების, კონკურსის ჩატარების ან/და გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი, რის შესახებაც ინფორმაცია ვრცელდება სამინისტროს და/ან სააგენტოს ვებგვერდზე. 12. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება № 1 და № 2 დანართებში მოყვანილი შეფასების კრიტერიუმებისა და ქულების მიხედვით.     მუხლი 6🔗. საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები საკონკურსო განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) ნებართვის მაძიებლის მიერ ამ წესის მე-5 მუხლის მე-3, მე-7, მე- 9 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობა; ბ) თუ ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და/ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოჩნდება ყალბი.     მუხლი 7🔗. არშემდგარი კონკურსი კონკურსი ითვლება არშემდგარად და კომისიის მიერ ფორმდება სათანადო ოქმი: ა) თუ კონკურსის მოწყობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან წინამდებარე წესის შესაბამისად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული; ბ) თუ ყველა წარდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.     მუხლი 8🔗. კონკურსის შედეგების შეჯამება 1. კონკურსში გამარჯვებულად ითვლებიან ის ნებართვის მაძიებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე - 5 მუხლის მე - 2 პუნქტის მოთხოვნებს და რომლებიც № 1 და № 2 დანართებით გათვალისწინებული თითოეული კრიტერიუმის შეფასებით მიიღებენ მინიმუმ თითო ქულას. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი განცხადებების მიხედვით მოთხოვნილი ნებართვების რაოდენობა აღემატება კონკურსის ჩატარების შესახებ სააგენტოს მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებული ნებართვების რაოდენობას, კონკურსში გამარჯვებულად ითვლებიან ის ნებართვის მაძიებლები, რომლებიც დააგროვებენ ქულათა უფრო მაღალ ჯამს სამივე კრიტერიუმის მიხედვით. 3. თანაბარი ქულების შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება ნებართვის მაძიებელი, რომელსაც მიენიჭება უფრო მაღალი ქულა № 1 ან № 2 დანართების „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული კრიტერიუმით, მისი თანაბრობის შემთხვევაში კი უფრო დაბალი წლოვანების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი. 4. კონკურსის შედეგები ფორმდება ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. 5. ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ ქვეყნდება სამინისტროს და/ან სააგენტოს ვებ-გვერდზე.     მუხლი 9🔗. განმეორებითი კონკურსი 1. სააგენტო ნიშნავს განმეორებით კონკურსს იმ შემთხვევაში, თუ პირველი კონკურსი ჩაითვალა არშემდგარად. 2. განმეორებითი კონკურსი ცხადდება წინამდებარე წესის შესაბამისად.     მუხლი 10🔗. სანებართვო მოწმობის გაცემა სააგენტო, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე გასცემს სანებართვო მოწმობას კონკურსში გამარჯვებულის მიერ შესაბამისი საფასურის გადახდიდან სამი დღის ვადაში.     დანართი №1 საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვის კონკურსის წესით გაცემისას ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და ქულები 1. კომისიის თითოეული წევრი ნებართვის მაძიებელს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: ა) წარმოდგენილი ავტობუსების საშუალო წლოვანების მიხედვით მიღებული ქულათა რაოდენობით (QY), რომელიც გამოითვლება ცხრილის მიხედვით: Y 4 წლამდე 4 -დან 8 წლამდე 8-დან 1 2 წლამდე 1 2 -დან 1 6 წლამდე 1 6 და მეტი წელი QY 5 4 3 2 1 სადაც Y არის საშუალო ასაკი, რომელიც იანგარიშება ფორმულით: Y= სადაც: Y1,Y2,Y3 ….. Yn არის კონკრეტული ავტომობილის წლოვანება;  n – წარმოდგენილი ავტომობილების რაოდენობა. ბ) საკუთრებაში არსებული და/ან ლიზინგით და/ან იჯარით გადაცემული ავტობუსების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ფასდება შემდეგი ქულათა მინიჭებით (QP): P 90-დან 100%- მდე 70-დან 90%-მდე 50-დან 70%-მდე 30-დან 50%-მდე 0-დან 30%-მდე QP 5 4 3 2 1 სადაც P არის საკუთრებაში არსებული ან/და ლიზინგით და/ან იჯარით გადაცემული ავტობუსების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი წარმოდგენილი ავტობუსების საერთო რაოდენობიდან. გ) სამგზავრო გადაყვანების სფეროში საქმიანობის ხანგრძლივობით, რომელიც ფასდება შემდეგი ქულათა მინიჭებით (Qt) : t 5 წლამდე 5-დან 8 წლამდე 8-დან 12 წლამდე 12-დან 16 წლამდე 16 და მეტი წელი Qt 1 2 3 4 5 სადაც t არის სამგზავრო გადაყვანების სფეროში საქმიანობის ხანგრძლივობა წლებში. დანართი №2 საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მრავალჯერადი ნებართვის კონკურსის წესით გაცემისას ნებართვის მაძიებლის შეფასების კრიტერიუმები და ქულები 1. კომისიის თითოეული წევრი ნებართვის მაძიებელს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: ა) წარმოდგენილი სატვირთო ავტომობილების უსაფრთხოების კატეგორიების მიხედვით ევრო ნორმების შესაბამისად, რომელიც ფასდება შემდეგი ქულათა მინიჭებით; E Euro 0, Euro 1 Euro 2 Euro 3 Euro 4 Euro 5 QE 1 2 3 4 5 ბ) საკუთრებაში არსებული ან/და ლიზინგით ან/და იჯარით გადაცემული სატვირთო ავტომობილების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ფასდება შემდეგი ქულათა მინიჭებით ( QP): P 90-დან 100%-მდე 70-დან 90%-მდე 50-დან 70%-მდე 25-დან 50%-მდე 0-დან 25%-მდე QP 5 4 3 2 1 სადაც P არის საკუთრებაში არსებული ან/და ლიზინგით ან/და იჯარით გადაცემული სატვირთო ავტომობილების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი წარმოდგენილი სატვირთო ავტომობილების საერთო რაოდენობიდან. გ ) სატვირთო გადაზიდვების სფეროში საქმიანობის ხანგრძლივობით, რომელიც ფასდება შემდეგი ქულათა მინიჭებით (Qt) : t 5 წლამდე 5-დან 8 წლამდე 8-დან 12 წლამდე 12-დან 16 წლამდე 16 და მეტი წელი Qt 1 2 3 4 5 სადაც t არის სატვირთო გადაზიდვების სფეროში საქმიანობის ხანგრძლივობა წლებში.