„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№809
სარეგისტრაციო კოდი
210.020.000.05.001.000.898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 8, 31/03/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქარველოს კანონი

„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლის „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადება ამოღებულ იქნეს, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საბაჟო მოსაკრებლის ოდენობა ამ კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის არ შეიძლება იყოს 2000 ლარზე მეტი და 50 ლარზე ნაკლები (გარდა ფიზიკური პირის მიერ საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული, 2000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონლისათვის გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის).“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი.

2001 წლის 16 მარტი.

№809–IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.03.2001.
როდის იქნა მიღებული „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.03.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №809. სარეგისტრაციო კოდი — 210.020.000.05.001.000.898.
სად არის „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №809, 16.03.2001, სარეგისტრაციო კოდი 210.020.000.05.001.000.898 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15184/