⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.06.2023)
გაუქმებულია:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2011
ძალის დაკარგვა 12.06.2023
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.110.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111201003, 06/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,319 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2011 მიღება
12.06.2023 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 37.3pt 28.35pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 2011 წლის 25 ნოემბერი ქ. აბაშა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, №1 დანართის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ტიპური ფორმა, №2 დანართის შესაბამისად. 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150​1 მუხლითა​ და 152-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს. 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146​1 მუხლის 1​1 პუნქტის, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „აბაშის კეთილმოწყობას“, წესდებით განსაზღვრული მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში. 5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 თებერვლის №2 დადგენილება და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 31 მარტის №17 დადგენილება. 6. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე          დ. თოფურია დანართი №1 აბაშის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, მისი გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე. 2. ეს წესი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 3. აბაშის მუნიციპალიტეტში ოქმის წარმოება, გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე. 4. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.     მუხლი 2🔗. ოქმის ფორმის დამზადება 1. ოქმის ფორმა მზადდება აბაშის მუნიციპალიტეტის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. ოქმის ფორმის პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.     მუხლი 3🔗 . ოქმის ფორმის შენახვა 1. ოქმის ფორმის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. სათავსი, სადაც ინახება ოქმის ფორმები, უნდა იყოს მიუწვდომელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 3. ოქმის ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან.     მუხლი 4🔗 . ოქმის შენაარსი და დამცავი ნიშნები 1. ოქმში შესატანი მონაცემების მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. 2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:   ა) რელიეფურ დამცავ ბადეს;   ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით;   გ) ჭვირნიშანს, სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშანს.  ოქმის ბოლოს მარჯვენა დაბლა კუთხეში დაიტანება ოქმის დამაზადებელი პოლიგრაფიული საწარმო, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ოქმის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ ექვსი ციფრისა)     მუხლი 5🔗 . ოქმის შევსება 1. ოქმი ივსება თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ. 2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა. შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. სათანადო აქტის შედგენით. 3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 4. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი და ორი სათანადოდ დამოწმებული ასლი). ოქმის ერთი ეგზემპლარი (ორიგინალი) დანართებით იგზავნება სასამართლოში (სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში), ოქმის მეორე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც კეთდება ჩანაწერი, ხოლო ოქმის მესამე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) ინახება ოქმის შემდგენ თანამდებობის პირთან. 5. ოქმის შესახებ ინფორმაცია, დადგენილი წესის შესაბამისად, შეიტანება სპეციალურ ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში, რომელშიც ასევე მიეთითება ოქმის ფორმის ნომერი. 6. ოქმი განსახილველად დაუყოვნებლივ იგზავნება უფლებამოსილ ორგანოში (სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევაში).     მუხლი 6🔗 გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის ჩამოწერა 1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:   ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;   ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამიად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ნომერი; 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ოქმის შედგენის თარიღი: „--------“------------------------“ 20----------წ.    ოქმის შედგენის ადგილი: --- აბაშის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა, -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა, სახელი, გვარი) შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ --------- წლის         „--------“------------------“ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი   ------------------------------------------------------                                                                       (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია --------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ფიზიკური ან იურიდიული პირის სრული დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებლის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: -------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელზედაც შედგენილია ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------- ----------------------- მუხლით. 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მოწმეები არიან (თუ მოწმეები არ არიან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა: 1. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მოწმის სახელი, გვარი საცხოვრებლის მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და დასახელება, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი). ოქმს ------------------------      დარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება (ერთვის, არ ერთვის) ოქმი შევადგინე: ---------------------------------------------------------------------------------------------- დამრღვევი: ---------------------------------------------------------------------------------------------------- მოწმეები: 1. ---------------------------------------------------------------------------------------------------- 2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------- ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე: ------------------------------------------------------------------------------ შენიშვნა: -------------------------------------------------------------------------------------------------------