ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.11.2011
ძალის დაკარგვა 02.05.2018
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.134.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111201016, 06/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,001 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2011 მიღება
02.05.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} span.HeaderChar { } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:26.95pt 46.3pt .25in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 43 2011 წლის 25 ნოემბერი დაბა ქედა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი“, დანართი  №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე           ბ . დიასამიძე დანართი №1 ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია – დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით. 2. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის. 3. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია. 4. კანონიერი მოსარგებლეფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით. 5. შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით. 6. ინდექსი – რიცხვითი ან ქართული ანბანის ასო, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით.     მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული წარმოება ნუმერაციის თაობაზე 1. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე. 2. ნუმერაციაზე გადაწყვეტილება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევისა, მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 3. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. დასაშვებია საკრებულოს მიერ საკუთარი ინიციატივით, მუნიციპალიტეტის გამგეობის, შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წინადადებისა და მათ მიერ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით გადაწყვეტილების მიღება მთლიანად დასახლებაში არსებული ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების ნუმერაციის თაობაზე, თუ არსებობს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით ნუმერაციის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას თან უნდა ერთოდეს დასახლებაში არსებული ქუჩების, შესახვევების, ჩიხებისა და მათი მიმდებარე კონკრეტული შენობებების ნომრების ამსახველი სქემატური რუკა.     მუხლი 4🔗. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის დასაშვებობა და საფუძველი 1. ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების ნუმერაცია დასაშვებია, თუ ძალაშია შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩების, შესახვევების, ჩიხების) სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.     მუხლი 5🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი 1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ც დომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა. 2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.     მუხლი 6🔗. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია 1. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე – არაბულ ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით. 2. იმ შემთხვევაში, თუ შენობა მდებარეობს ქუჩის, შესახვევისა და ჩიხის სხვა ქუჩასთან, შესახვევთან ან ჩიხთან შეერთების ადგილზე, მისთვის ნომრის მინიჭება ხდება იმის შესაბამისად, თუ რომელ ქუჩას, შესახვევს ან ჩიხს უკავშირდება იგი სამეურნეო თვალსაზრისით. ამ პუნქტით განსაზღვრული წესით ნუმერაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით ნუმერაციის დროს გადაწყვეტილების მიღებისას შენობისთვის კონკრეტული ქუჩის, შესახვევისა და ჩიხის შესაბამისი ნომრის მინიჭება ხდება შენობის კანონიერი მესაკუთრის სურვილის გათვალისწინებით. 3. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ. 4. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით.     მუხლი 7🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი 1. დაინტერესებული პირის განცხადებას ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში საკრებულოს წარუდგენს გადაწყვეტილების პროექტს ნუმერაციის თაობაზე. გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო. 2. გამგეობა ვალდებულია საკრებულოს განკარგულება დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.