საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით “მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინოს “მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი.
2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვაჟა ბოლქვაძე.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ბათუმი,
2011 წლის 29 ნოემბერი
№144-უ.ს.რ.ს.