„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე“ ქვეპუნქტი და „ვ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ე“ ქვეპუნქტად.
2. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გარდა საზედამხედველო პალატისა“ და პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „იგი კანონით დადგენილი წესით ახდენს განაჩენის და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.“.
3. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. 36-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილების შესაბამისად“.
5. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. უზენაესი სასამართლოს მსაჯული საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით, რომელიც დადგენილი და დამტკიცებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 16 მარტი.
№813-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.03.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.03.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №813. სარეგისტრაციო კოდი — 110.040.000.04.001.000.901.
- სად არის „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №813, 16.03.2001, სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.000.901 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15202/