ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.11.2011
ძალის დაკარგვა 11.08.2014
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.162.016074
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111205007, 07/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
pre {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.a, li.a, div.a { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1, li.ListParagraph1, div.ListParagraph1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpFirst, li.ListParagraph1CxSpFirst, div.ListParagraph1CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpMiddle, li.ListParagraph1CxSpMiddle, div.ListParagraph1CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpLast, li.ListParagraph1CxSpLast, div.ListParagraph1CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.a0, li.a0, div.a0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
p.a1, li.a1, div.a1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a1CxSpFirst, li.a1CxSpFirst, div.a1CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a1CxSpMiddle, li.a1CxSpMiddle, div.a1CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a1CxSpLast, li.a1CxSpLast, div.a1CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.FooterChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
span.abzacixmlChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:43.1pt 50.45pt .5in 58.4pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2011 წლის 30 ნოემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება (თან ერთვის).
მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 31 იანვრის №2 დადგენილება.
მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური არის ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურული ერთეული.
3. სამსახურის საშტატო ერთეულები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს საკრებულო.
4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქ. №49.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,კულტურის შესახებ“, ,,სპორტის შესახებ“, ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტების, წამყვანი სპეციალისტებისა და სპეციალისტებისაგან, რომელთა რიცხოვნობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა განყოფილება.
მუხლი 4🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ახალგაზრდულ საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
დ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
ვ) მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების, აგრეთვე სპორტული დაწესებულებების მართვას;
ზ) ექსკურსიების, კულტურული და ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების, საქველმოქმედო და სოციალური აქციების მოწყობას;
თ) ახალგაზრდების დასვენებას პატრიოტულ და გამაჯანსაღებელ ბანაკებში;
ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციები
სამსახურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სასწავლო დაწესებულებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) მუნიციპალური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების კოორდინაციას.
მუხლი 6🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს ამ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის და განსაზღვრავს მათს თანამდებობრივ მოვალეობებს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსის ფუნქციები
1. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 8🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელმძღვანელის წინაშე.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, გარანტიები, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით.