,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.162.016076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111205009, 07/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2011 წლის 30 ნოემბერი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 03/11/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შემუშავებას, მათ მონიტორინგს;

გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოების წილების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას;

 დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

 ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

 ვ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

 ზ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

თ) შეიმუშავებს წინადადებებს გარე ვაჭრობისა და რეკლამის რეგულირების საკითხზე;

ი) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;

კ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, უზრუნველყოფს:

კ.ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ასაშენებელი ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

კ.ბ) მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;

კ.გ) მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების თაობაზე გამგებლის ბრძანების პროექტის მომზადებას;

ლ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ა. მაილაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.11.2011.
როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.11.2011. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.162.016076.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.11.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №52, 30.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016076 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1520308/