განჩინება შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/647
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111205012, 05/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2011 წლის 2 დეკემბერი         

 ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’კრედიტორთა კრების მ ოწვევის საკითხი და

:

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 20 მაისს განჩინებით გაიხსნა შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

 2011 წლის 12 სექტემბრის ქუთაისის საქალაქო სასამარ თ ლოს საოქმო განჩინებით მომრიგებელი საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო შ.პ.ს. ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება და 2011 წლის28 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდ ა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე ვლადიმერ სალაძის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილება, ამასთან, შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 60 (სამოცი) დღით ამ განჩინების გამოქვეყნებიდან.

  დასახელებული განჩინება გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმ დ ებლო მაცნეში 2011 წლის 5 ოქტომბრის რედაქციით.

 2011 წლის 1 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა რეაბილიტაციის მმართველმა ვლადიმერ სალაძემ და კრედიტორთა კრების მოწვევა ითხოვა, ხოლო მოტივად რეაბილიტაციის გეგმის შედგენის შეუძლებლობა მიუთითა.

 აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მეწარმის მიმართ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად უნდა დაინიშნოს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და

:

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება 2011 წლის 16 დეკემბერს 14:00 საათზე.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3. კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხი:

ა) შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რებილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობა.

4. განჩინება გამოქვეყნდეს  საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლო დაფაზე.

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 მოსამართლე       გ. აბუსერიძე