„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-59/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.035.016103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111205045, 05/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01- 59/ნ

2011 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის            2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 22 იანვრის №37/ნ ბრძანებით             (სსმ III, 16.07.2008 წ., №101, მუხ.1129) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე -2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ6–ჰ8“ ქვეპუნქტები:

„ჰ6) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (რეკომენდაციების სახით), მედიატორის ფუნქციის განხორციელება ისეთი სახის ურთიერთობებში, რომელიც წარმოიშობა დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, დაზღვეულ მოსახლეობასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სადაზღვევო ორგანიზაციის პროვაიდერ კლინიკას შორის;

7) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის ურთიერთობებში მონაწილე მხარეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, რაც უკავშირდება სამედიცინო სერვისის მიწოდებისა და მისი დაფინანსების საკითხებს;

8) ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში მზღვეველთა და დაზღვეულთა უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.“.

2. მე-3 მუხლის მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ – ფ“ ქვეპუნქტები:

„პ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის სუბიექტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით მედიატორის როლის შესრულება და რეკომენდაციების მომზადება;

ჟ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის სუბიექტებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების განხორციელების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

რ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში, ვაუჩერის/კონკურსის პირობებით გათვალისწინებულ , ვალდებულებების სისტემატური და უხეში დარღვევის შესახებ წინადადებების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა;

ს) სახელმწიფო სადაზღვევო და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

ტ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში მზღვეველისა და დაზღვეულის კანონიერი ინტერესების დაცვა;

უ) დაზღვეულისა და მზღვეველის სამედიცინო პროვაიდერს შორის სწორი კომუნიკაციის ხელშეწყობა;

ფ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მზღვეველსა და სამედიცინო პროვაიდერს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, მედიატორის ფუნქციის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.“.

3. დებულებას დაემატოს 31 და 32 მუხლები შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 31. მედიაციის საბჭო

1. სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით იქმნება სააგენტოს მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ორგანო – მედიაციის საბჭო.

2. მედიაციის საბჭოს შემადგენლობაში შედიან სადაზღვევო სექტორი და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. ასევე , შესაძლებელია შედიოდნენ სხვა დაინტერესებული მხარეებიც. მედიაციის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი წარდგინების საფუძველზე , მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

    „მუხლი 32. მედიაციის საბჭოს ფუნქციები

1. მედიაციის საბჭო:

ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების გაუმჯობესებასთან, აგრეთვე სადაზღვევო პროგრამების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეებისაგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ მოსახლეობას, მზღვეველის პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის წარმოშობილი დავების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე;

გ) მონაწილეობს სამსახურის ძირითადი ფუნქციისა და ამოცანების მისაღწევად მედიაციის ფუნქციის შესრულების პროცესში .

დ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მედიაციის საბჭოს სხდომა მოიწვევა ერთ-ერთი წევრის ან სააგენტოს უფროსის (ან სააგენტოს უფროსის შესაბამისი კურატორი მოადგილის) ინიციატივით.

3. მედიაციის საბჭოს სხდომების მომზადებას უზრუნველყოფს და სხდომებს წარმართავს მედიაციის საბჭოს მდივანი.

4. მედიაციის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მედიაციის საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით.

5. მედიაციის საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მედიაციის საბჭოს მდივანი.

6. მედიაციის საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურებისათვის არ გამოიყენება სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს მინისტრთან შეთანხმებით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 6 დეკემბრიდან.

ა . ურუშაძე