ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიის გაფართოების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2001
ძალის დაკარგვა 25.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №818
სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.05.001.000.904
გამოქვეყნების წყარო სსმ, 9, 10/04/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონი 11.07.2007
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიის გაფართოების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; layout-grid-mode:line;}
h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.5pt;}
h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;}
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;}
p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.data, li.data, div.data { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;}
p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;}
p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;}
p.kanoni, li.kanoni, div.kanoni { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;}
p.kitxva, li.kitxva, div.kitxva { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.Style1, li.Style1, div.Style1 { margin-top:26.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 45.0pt 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
(ძალადაკარგულია - 17.02.2016, №4734)
საქართველოს კანონი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიის გაფართოების შესახებ
მუხლი 1🔗. ძირითადი დებულებანი
1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფართოვდეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორია – ადიგენის ადმინისტრაციული რაიონის საზღვრების ფარგლებში გადაეცეს 10846 ჰექტარი მიწის ფართობი (შემდგომში – საპროექტო ტერიტორია). საპროექტო ტერიტორიის საზღვრის ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის უკიდურესი წერტილების აღმოსავლეთ გრძედისა და ჩრდილოეთ განედის აღმნიშვნელია შემდეგი გეოგრაფიული კოორდინატები: 42047'40" E, 41051'35" N/42058'7" E, 41047'00" N/42050'25" E, 41043'40" N/42045'21" E; 41048'34" N.
2. საპროექტო ტერიტორია მოიცავს:
ა) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ადიგენის სატყეო მეურნეობის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს – საერთო ფართობით 9311 ჰექტარი;
ბ) ადიგენის ადმინისტრაციული რაიონის გამგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და გამოუყენებელ მიწებს მიწის სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან – საერთო ფართობით 1535 ჰექტარი.
3. საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობს მიკუთვნებული, საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ადიგენის სატყეო მეურნეობის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები ამავე სატყეო მეურნეობის სატყეოების (სატყეო უბნების) და კვარტალების მიხედვით მოიცავს:
ა) ორპირის სატყეოს (სატყეო უბნის) №1–№34 კვარტალებს;
ბ) წახანის სატყეოს (სატყეო უბნის) №1–№20, №28 და №31 კვარტალებს;
გ) კურცხანის სატყეოს (სატყეო უბნის) №24 და №25 კვარტალებს.
4. საპროექტო ტერიტორიის დაცვისა და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ადიგენის რაიონის საპროექტო ტერიტორიის ინტეგრირების პროგრამის შესაბამისად.
5. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ადიგენის რაიონის საპროექტო ტერიტორიის ინტეგრირების პროგრამა ჩაითვალოს „დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივლისის №447 დადგენილებით დამტკიცებული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმის დამატებით ნაწილად.
6. ადიგენის ადმინისტრაციული რაიონის საზღვრების ფარგლებში საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე თემების საკრებულოებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებისათვის ამ ტერიტორიის ფარგლებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული არამერქნული რესურსებით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით ტრადიციული სარგებლობა დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობს მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის ამ მუხლით განსაზღვრული ფართობების აღწერის საფუძველს წარმოადგენს „ადიგენის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1999 წლის 19 თებერვლის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ადიგენის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების მიზნით 1999-2009 წლებისთვის შედგენილი პროექტი.
მუხლი 2🔗. გარდამავალი დებულებანი
1. საპროექტო ტერიტორიის მიღება-ჩაბარების, ინვენტარიზაციის (საზღვრების ნატურაში გამიჯვნისა და საბოლოო დაზუსტების), აგრეთვე სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების სამუშაოები წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გამგებლობაში საპროექტო ტერიტორიის გადაცემის მომენტად ჩაითვალოს ამ ტერიტორიის საზღვრების საბოლოო დაზუსტების, მარკირებისა და ნატურაში გამიჯვნის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების მიღების დღე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე:
ა) საპროექტო ტერიტორიას მართავენ და განკარგავენ შესაბამისად ადიგენის ადმინისტრაციული რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ადიგენის სატყეო მეურნეობა მათი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) იკრძალება საპროექტო ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების იჯარით (გამოსყიდვის უფლების გარეშე) გადაცემისა;
გ) საპროექტო ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში (ტყით დაფარულ ფართობებზე) დაიშვება მხოლოდ სანიტარიული ჭრა.
4. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2001 წლის 1 ივლისამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ადიგენის რაიონის საპროექტო ტერიტორიის ინტეგრირების პროგრამის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმის დამატებითი ნაწილის დამტკიცების შესახებ”. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გამგებლობაში საპროექტო ტერიტორიის გადაცემის დღიდან.
მუხლი 3🔗. დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედურდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 28 მარტი.
N818-IIს