შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№837
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111206007, 07/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №837

2011 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“ იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 51-ე მუხლის
„კ“ ქვეპუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის331 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №125/01 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის“ დარღვევის გამო, შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორში“დაინიშნოს იძულებითი ადმინისტრაცია.

2. შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორის“ დროებით ადმინისტრატორად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი №01036002403), რომელიც ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 331 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად.

3. დროებითმა ადმინისტრატორმა უზრუნველყოს შესაბამისი ზომების მიღება შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორის“ ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით.

4. იძულებითი ადმინისტრაციის ვადა განისაზღვროს 2011 წლის 25 ნოემბრიდან 2011 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

5. იძულებითი ადმინისტრაციის დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობოს შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორის“ მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე, ეს ინფორმაცია გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

6. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

7. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                                       ო. ნადარაია