ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.12.2011
ძალის დაკარგვა 01.10.2014
გამომცემი ორგანო ნებართვის გამცემი ორგანო
-------------------------------
დასახელება
___________________
უფლებამოსილი პირის
ხელმოწერა
ბეჭდის ადგილი
ნომერი №451
სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.016611
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111206024, 06/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| ნებართვის მფლობელი | ნებართვის № |
| გამგზავნი | გამგზავნი ქვეყანა |
| მიმღები | მიმღები ქვეყანა |
| საქონლის დასახელება-აღწერილობა | საქონლის სეს ესნ კოდი |
| ნებართვის მიმღები ___________________ ხელმოწერა ბეჭდის ადგილი | ნებართვის გამცემი ორგანო ------------------------------- დასახელება ___________________ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ბეჭდის ადგილი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ConsCell, li.ConsCell, div.ConsCell { margin-top:0in; margin-right:988.6pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.ConsTitle, li.ConsTitle, div.ConsTitle { margin-top:0in; margin-right:988.6pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 62.95pt 35.45pt 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №451
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ.
თბილისი
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე და მე-40 მუხლების, „საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 17 ნოემბრის №738 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
1. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესი (დანართი №1).
2. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ნებართვის მაძიებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის.
მუხლი 2🔗. ნებართვის გამცემი ორგანოები
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვებს გასცემენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
მუხლი 3🔗. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები
1. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის მისაღებად პირმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად, ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
2. თუ ნებართვა გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ, ნებართვის მისაღებად განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარედგინოს წერილობით ან ელექტრონული ფორმით.
მუხლი 4🔗. ნებართვის გაცემის წესი
1. ნებართვის გამცემი ორგანოები ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის წინა მხარეს გრაფებში შესატანი ინფორმაცია, გრაფის დასახელების შესაბამისად, მოიცავს:
ა) „ნებართვის მფლობელი“ – თუ ნებართვა გაიცემა იურიდიულ პირზე – მის სრულ სახელწოდებას, მისამართს, საიდენტიფიკაციო ნომერს; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს, გვარს, მისამართს, პირად ნომერს;
ბ) „ნებართვის №“ – ნებართვის რიგით ნომერს, რომელიც მიენიჭება ნებართვის გამცემის მიერ; ამასთან, თუ ნებართვას გასცემს შემოსავლების სამსახური, რიგითი ნომრის წინ მიეთითება სერია „RS“;
გ) „განცხადების №“ – ნებართვის მაძიებლის განცხადების ნომერს;
დ) „თარიღი“ – ნებართვის გაცემის თარიღს;
ე) „სასაქონლო ოპერაცია“ – სასაქონლო ოპერაციის დასახელებას, რაზედაც გაიცემა ნებართვა (ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი);
ვ) „გამგზავნი“ – თუ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გამგზავნი იურიდიული პირია – მის სრულ სახელწოდებას; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს, გვარს, პირად ნომერს;
ზ) „გამგზავნი ქვეყანა“ – ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გამგზავნი ქვეყნის დასახელებას;
თ) „მიმღები“ – თუ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიმღები იურიდიული პირია – მის სრულ სახელწოდებას; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს, გვარს, პირად ნომერს;
ი) „მიმღები ქვეყანა“ – ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიმღები ქვეყნის დასახელებას;
კ) „საქონლის დასახელება-აღწერილობა“ – ნებართვას დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დასახელებას და, საჭიროების შემთხვევაში, მის მოკლე აღწერილობას;
ლ) „საქონლის სეს ესნ კოდი“ – ნებართვას დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სასაქონლო კოდს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 11-ნიშნა დონეზე;
მ) „ზომის ერთეული“ – პროდუქციის რაოდენობის ზომის ერთეულს (ცალი, მეტრი, კგ და ა.შ.);
ნ) „რაოდენობა“ – ორმაგი დანიშნულების ნებართვას დაქვემდებარებული პროდუქციის რაოდენობას, გრაფაში „ზომის ერთეული“ მითითებული ერთეულის შესაბამისად;
ო) „გარიგების ვალუტა“ – ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების გარიგებაში მითითებულ ვალუტას;
პ) „ღირებულება“ – ნებართვას დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ღირებულებას გარიგების ვალუტაში;
ჟ) „კონტრაქტი“ – ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების კონტრაქტის ნომერს, გაფორმების თარიღს და სხვ.;
რ) „ნებართვის მიმღები“ – ნებართვის მიმღების ხელმოწერას, რომელიც დასტურდება ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში);
ს) „ნებართვის გამცემი ორგანო“ – ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას; უფლებამოსილი პირის ხელმოწერას, რომელიც დასტურდება ბეჭდით.
3. სანებართვო მოწმობის უკანა მხარე – „საზღვრის გადაკვეთის აღრიცხვა“ ივსება და მოწმდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 5🔗. ნებართვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
1. ნებართვა გაიცემა ავტომატიზებული სისტემა TRACKER 7-ის გამოყენებით. TRACKER 7-ის მეშვეობით გაცემული ნებართვის ორიგინალს და მის ელექტრონულ ვერსიას აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზით არ ხერხდება ნებართვის გაცემა ავტომატიზებული სისტემა TRACKER 7-ის გამოყენებით, შესაძლებელია ნებართვა გაიცეს წერილობით, მაგრამ ხარვეზის აღმოფხვრისთანავე ნებართვა უნდა აიტვირთოს ავტომატიზებულ სისტემა TRACKER 7- ში.
3. წერილობითი ნებართვა ივსება სამ პირად, ერთი ორიგინალისა და ორი ასლის სახით, რომელთაგან ერთი ასლი რჩება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მეორე ასლი და ორიგინალი გადაეცემა ტვირთის მფლობელს ან ტვირთის მფლობელის ნდობით აღჭურვილ პირს.
მუხლი 6🔗. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა გაიცემა უვადოდ.
მუხლი 7🔗. სანებართვო რეესტრი
ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სანებართვო რეესტრი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.
დანართი №2
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა
წინა მხარე
ნებართვის მფლობელი
ნებართვის №
განცხადების №
თარიღი
სასაქონლო ოპერაცია
გამგზავნი
გამგზავნი ქვეყანა
მიმღები
მიმღები ქვეყანა
საქონლის დასახელება-აღწერილობა
საქონლის სეს ესნ კოდი
ზომის ერთეული
რაოდენობა
გარი‑
გების ვალუტა
ღირებულება
კონტრაქტი
ნებართვის მიმღები
___________________
ხელმოწერა
ბეჭდის ადგილი
ნებართვის გამცემი ორგანო
-------------------------------
დასახელება
___________________
უფლებამოსილი პირის
ხელმოწერა
ბეჭდის ადგილი
უკანა მხარე
საზღვრის გადაკვეთის აღრიცხვა
საქონლის დასახელება-აღწერილობა
საქონლის სეს ესნ კოდი
ზომის ერთეული
რაოდენობა
საზღვრის გადაკვეთის თარიღი
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ---------------------------
ხელმოწერა
ბეჭდის ადგილი