ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG)- ურთიერთგაგების მემორანდუმი სერტიფიცირების მოთხოვნების შესახებ
მიღების თარიღი 20.10.2011
ძალაში შესვლა 01.11.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016066
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111207001, 13/12/2011
დოკუმენტის ტექსტი
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG)- ურთიერთგაგების მემორანდუმი სერტიფიცირების მოთხოვნების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:58.5pt 42.55pt 58.5pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG)
ურთიერთგაგების მემორანდუმი სერტიფიცირების მოთხოვნების შესახებ
სანტიაგო, 20 ოქტომბერი, 2011 წელი
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG)
ურთიერთგაგების მემორანდუმი სერტიფიცირების მოთხოვნების შესახებ
არგენტინას, ავსტრალიას, ჩილეს, საქართველოს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს (მონაწილეები) შორის:
ითვალისწინებენ რა 2007 წლის 23 იანვარს, ქ. კანბერაში დადებულ ,,ეტიკეტირების მოთხოვნების შესახებ’’ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეთანხმებას, რომელიც ძალაშია 2010 წლის 1 ივლისიდან, და 2001 წლის 18 დეკემბერს, ქ. ტორონტოში ,,ენოლოგიური პრაქტიკის ურთიერთაღიარების შესახებ’’ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეთანხმებას (შემდგომში _ ,,ურთიერთაღიარების შეთანხმება’’), რომელიც ძალაშია 2002 წლის 1 დეკემბრიდან, ამ შეთანხმებათა მხარეებს შორის ღვინით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით;
ითვალისწინებენ რა ურთიერთაღიარების შეთანხმების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმად, შეთანხმების მხარეები სხვა საკითხებთან ერთად თანხმდებიან, რომ ნებისმიერ ენოლოგიურ პრაქტიკებთან მიმართებაში დადგენილი სერტიფიცირების წესები არ იქნება მოთხოვნილი;
ადასტურებენ რა, რომ მონაწილეთა სურვილია ურთიერთაღიარების შეთანხმების მხარეები იმავდროულად გახდნენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის (მემორანდუმი) მონაწილენიც,
აღიარებენ რა, რომ ყოველი მონაწილე უფლებამოსილია, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებითა და ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით განახორციელოს მის შესაბამის ტერიტორიაზე იმპროტირებული ღვინის შემოწმება,
სურთა რა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვან თავიანთ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების შესახებ 1994 წლის 15 აპრილის მარაკეშის შეთანხმებიდან (ვმო-ს შეთანხმება) და ხსენებული უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, თავიდან აიცილონ ღვინით ვაჭრობის პროცესში წარმოქმნილი დაბრკოლებები,
„ღვინოსთან” მიმართებაში თანხმდებიან შემდეგზე, როგორც ეს გათვალისიწნებულია ღვინის ეტიკეტირების მოთხოვნებისა და ენოლოგიური პრაქტიკის ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებებში:
1. მონაწილეთა სურვილია, ერთმანეთისაგან არ იქნეს მოთხოვნილი ფორმალური (რუტინული) სერტიფიცირება ღვინის შემადგენლობასთან დაკავშირებით, ან თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის სერტიფიკატი, ანალიტიკური ოქმები იმპორტირებული ღვინის შემადგენელ ელემენტებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვასთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი სერტიფიკატების არსებობა აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, სასურველია, მონაწილეებმა სერტიფიცირების მოთხოვნები განიხილონ კოდექს ალიმენტარიუსის (Codex Alimentarius) დებულებების შესაბამისად, რომლებიც ეხება პროდუქციის დიზაინს, წარმოებას, გვარეობითი ოფიციალური სერტიფიკატების (CAC/GL 38-2001) გაცემასა და გამოყენებას, კერძოდ, ოფიციალური გვარეობითი მოდალური სერტიფიკატების გამოყენებას, ოფიციალურ და ოფიციალურად აღიარებულ სერთიფიკატებთან დაკავშირებული ცვლილებების შესაბამისად.
3. მონაწილეები არ მოითხოვენ სერტიფიცირებას ყურძნის მოსავალთან, ჯიშურ ნაირსახეობასთან და ღვინის რეგიონალური ეტიკეტირების მოთხოვნებთან დაკავშირებით, თუ არ არსებობს დასაბუთებული და ლეგიტიმური ინტერესი ამ მოთხოვნის თაობაზე.
1-ლი და მე-3 პუნქტების თანახმად, სერტიფიცირების აუცილებლობისას, მონაწილეებს შეუძლიათ აღიარონ სერტიფიცირების ოფიციალური ორგანოს ან ექსპორტიორი ქვეყნის ოფიციალურად აღიარებული სერტიფიცირების ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატები. ყოველი ამგვარი სერტიფიცირება უნდა შეესაბამებოდეს ვმო-ს შეთანხმებას.
4. წინამდებარე მემორანდუმი არ ეხება მონაწილეთა შესაბამის კანონებს და რეგულაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ეტიკეტირების წინასწარ შეთანხმებასთან, ბიოტერორიზმის კონტროლთან ან იმპორტიორი ქვეყნის მიერ სპეციალურ შემოწმებასთან.
5. მონაწილეთა საერთო სურვილია, რომ წინამდებარე მემორანდუმის ყველა მონაწილე ამავდროულად იყოს ურთიერთაღიარების შეთანხმების მხარეც. მონაწილეები აღიარებენ, რომ თუ ამ მემორანდუმის მონაწილე ექსპორტიორი არ არის ურთიერთაღიარების შეთანხმების მხარე და არ გააჩნია რაიმე სახის საერთაშორისო შეთანხმება ენოლოგიური პრაქტიკის აღიარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის მონაწილე იმპორტიორ მხარესთან, აღნიშნული იმპორტიორი მხარე არ არის ვალდებული გაათავისუფლოს ექსპორტიორი მხარე სეტიფიცირებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისაგან.
6. მონაწილენი თანხმდებიან, რომ გაცვლიან ღვინის შემადგენლობასთან და აგროქიმიური ნივთიერებების გამოყენების დასაშვებ ზღვრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ამ წესებთან მიმართებით ერთმანეთთან და კოდექს ალიმენტარიუსთან შესაძლო ჰარმონიზაციის მიღწევის მიზნით.
7. წინამდებარე მემორანდუმში მონაწილეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ნებისმიერ დროს შესაძლოა განხორციელდეს ცვლილებები.
8. ნებისმიერი მონაწილე უფლებამოსილია გავიდეს წინამდებარე მემორანდუმიდან 6-თვიანი წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული 6-თვიანი ვადის ამოწურვამდე მონაწილეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.
9. წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული უთანხმოება დარეგულირდება მონაწილეთა შორის განხილვებისა და კონსულტაციების გზით და იგი განსახილველად არ გადაეცემა რომელიმე ეროვნულ თუ საერთაშორისო ტრიბუნალს ან მესამე მხარეს.
10. წინამდებარე მემორანდუმის მონაწილეობისათვის ქვეყანამ წერილობით უნდა მიმართოს ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) საბჭოს თავმჯდომარეს და განაცხადი გადაუგზავნოს თითოეულ მონაწილეს. ქვეყანა მონაწილე ხდება ყველა სხვა დანარჩენი მონაწილის თანხმობის საფუძველზე.
მემორანდუმი ძალაში შედის წინამდებარე მემორანდუმის მეორედ ხელმოწერის დღის მომდევნო თვის პირველივე დღეს.
თითოეული შესაბამისი მონაწილისათვის მემორანდუმი ძალაში შევა წინამდებარე მემორანდუმის ხელმოწერის დღის მომდევნო თვის პირველივე დღეს.
ინიციირებულია ქ. მენდოზაში 2010 წლის 15 ოქტომბერს ინგლისურ ენაზე და მისი საბოლოო ხელმოწერა მოხდება მონაწილეთა შიდა იურიდიული კონსულტაციების დასრულებისთანავე, როგორც ეს დოკუმენტის დასაწყისშია აღნიშნული.
ხელმოწერილია ქ. სანტიაგოში, ჩილე 2011 წლის 20 ოქტომბერს.
არგენტინის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ბ-ნი გუილერმო გარსია
ღვინის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტი
ავსტრალიის მთავრობის სახელით
მისი აღმატებულება, ქ-ნი ვირჯინია გრევილი
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ჩილეს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ბ-ნი ალფრედო მორენო შარმი
საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ბ-ნი მალხაზ აკიშბაია
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ახალი ზელანდიის მთავრობის სახელით
ბ-ნი ვეიდ არმსტრონგი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვაჭრობის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი
ამერიკის შეერთებული შტატები
ბ-ნი როჯერ ვენცელი
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის თანაშემწის მოადგილე