ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.12.2011
ძალის დაკარგვა 20.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016093
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111207006, 08/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ტექნიკური რეგლამენტების: „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „რაჭის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „კვერეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ტანის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „გურიის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 16.01.2014
- ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე ეროვნული პარკის ფიზიკური და ეკოლოგიური გამტარუნარიანობის შეფასება 19.07.2012
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.10.2007
დოკუმენტის ტექსტი
ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.abzacixmlChar { }
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 37.3pt 56.7pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №53
2011 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 1);
ბ) „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 2);
გ) „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 3);
დ) „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 4);
ე) „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 5);
ვ) „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 6);
ზ) „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 7).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართები.
ბ) „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის №1469 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. მამაცაშვილი
დანართი 1
ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
„ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ალგეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ალგეთის ეროვნული პარკის დაშვებული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2🔗. ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს ალგეთის ეროვნული პარკის ფარგლებში 6822 ჰექტარ ფართობზე ეროვნულ პარკში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3🔗. ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, პარკის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
მუხლი 4🔗. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
1. ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდ. ალგეთის ხეობაში.
2. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 6822 ჰა.
მუხლი 5🔗. ალგეთის ეროვნული პარკის ზონირება
გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:
ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;
ბ) ვიზიტორთა ზონა;
გ) ტრადიციული გამოყენების ზონა.
მუხლი 6🔗. ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
1. ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 1084,1 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს №№1, 2, 3, 4, 7, 8, 9, 15, 17, 18, 22 კვარტალებსა და 32-ე კვარტალის უბნებს 1-დან 15-ის ჩათვლით.
2. ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა.
მუხლი 7🔗. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები
1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 2611 ჰა-ს და მოიცავს №№5, 6, 10, 11, 12, 13, 14, 16, 19, 20, 21, 23, 24, 25, 26, 28,37,52, 55, 56, 57, 58 კვარტალებს.
2. ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაციის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვისა და მონიტორინგისა, ტყის ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევის, მონიტორინგისა და ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;
ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისა;
თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;
ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
ლ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
მ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვებისა;
ნ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
ო) ფეხით და ცხენით გადაადგილებისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობისა;
პ) ბილიკების მოწყობისა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლისა;
ჟ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდისა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 20-მეტრიან ზოლში ჯგუფურად გამხმარი ზეხმელი ხეების სოციალური ჭრის წესებით მოჭრისა და გატანისა;
რ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყის ალგეთის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილებისა;
ს) საქონლის სატრანზიტო გადარეკვისა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვებისა.
მუხლი 8🔗. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
1. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 3126,9 ჰა ტერიტორიას. რომელიც მოიცავს №№27, 29, 30, 31; 32 კვარტალის უბნებს 16-დან 22-ის ჩათვლით; №№33, 34, 35, 36, 38-დან 51-ის ჩათვლით, №№53 და 54 კვარტალებს შესაბამისი უბნებით და №59 კვარტალს.
2. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) ტყის ეკოსისტემების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;
ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობისა;
ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;
კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა;
ო) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;
პ) გზების მოვლისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;
ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 63 საშეშე მერქანი), ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის, ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვის, საფუტკრეების მოწყობის, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.
დანართი 2
კინტრიშის დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
„კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება კინტრიშის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს კინტრიშის დაცული ტერიტორიების დაშვებული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2🔗. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს კინტრიშის დაცული ტერიტორიების არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3🔗. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;
გ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების, განსაკუთრებით – კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ-კულტურული ლანშაფტების დაცვა და აღდგენა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს კინტრიშის დაცული ტერტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
ე) უზრუნველყოს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნით განსაზღვრული კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ-კულტურული ლანშაფტების დაცვა, მოვლა და აღდგენა.
მუხლი 4🔗. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდებარეობა და საერთო ფართობი
1. კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ.კინტრიშის ხეობის ზემო წელში.
2. კინტრიშის დაცული ტერიტორიები მოიცავს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 13893 ჰა.
3. კინტრიშის დაცული ტერიტორიები მოიცავს: კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს საერთო ფართობით 10703 ჰა-ს და კინტრიშის დაცულ ლანდშაფტს, რომლის საერთო ფართობია 3190 ჰა.
მუხლი 5🔗. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის მდებარეობა და დაშვებული საქმიანობა
1. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს „კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1994-2004 წლების პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიას, გარდა „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიებისა.
2. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა.
მუხლი 6🔗. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა, დაშვებული საქმიანობა
1. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით.
2. კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემების და ამ ეკოსისტემების ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) ტყის ეკოსისტემების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;
ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობისა;
ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;
კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა;
ო) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;
პ) გზების მოვლისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;
ჟ) ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისა ტყით დაუფარავ ფართობებში;
რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის ფარგლებში თევზაობისა;
ს) კინტრიშის დაცულ ტერტორიებზე სეზონურად მცხოვრები მოსახლეობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობის ადგილობრივი ჯიშის ხილის სანამყენებით, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 63 საშეშე მერქანი), ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვის, ხვნა-თესვის, საფუტკრეების მოწყობის, სადაც სკებისა და ტრადიციული საფუტკრე სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.
3. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მთავარი მიზნით განსაზღვრული კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი, გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ-კულტურული ლანშაფტების დაცვის მოვლისა და აღდგენის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელისშემწყობი პირობები. სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, და ზეხმელი ხეები.
დანართი 3
თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
„თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს თბილისის ეროვნულ პარკში დაშვებული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებების სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2🔗. თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს თბილისის ეროვნული პარკის ფარგლებში 24327,8 ჰექტარ ფართობზე ეროვნულ პარკში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3🔗. თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) თბილისის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, პარკის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
მუხლი 4🔗. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
1. თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობს მცხეთის, გარდაბნის, თიანეთის მუნიციპალიტეტებისა და ქ. თბილისის ტერიტორიებზე არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე.
2. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 23218,28 ჰა.
მუხლი 5🔗. თბილისის ეროვნული პარკის ზონირება
გარემოს დაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:
ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;
ბ) ვიზიტორთა ზონა;
გ) ტრადიციული გამოყენების ზონა;
დ) ადმინისტრაციული ზონა;
ე) ისტორიულ-კულტურული ზონა.
მუხლი 6🔗. თბილისის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
1. თბილისის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 6845 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის №1-43 კვარტა
ლებს (გარდა „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი 3🔗1 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებისა), თბილისის ეროვნული პარკის გლდანის სატყეოს №1 კვარტალს; მარტყოფის სატყეოს №№8,9,10,21 კვარტა
ლებსა და მე-19 და მე-20 კვარტლების ნაწილს. ცხვარიჭამიის სატყეოს №36,38,37,16,17 და 18-ის და 19-ის ნაწილს; და ღულელების სატყეოს №51, 53 და 54 კვარტალებს.
2. თბილისის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
დ) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა შეზღუდული გადაადგილებისა.
მუხლი 7🔗. თბილისის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები
1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 2839.61 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს საგურამოს ქედის პარალერულად ცხვარიჭამიის სატყეოს №1, 2-დან მე-16 კვარტალამდე 500 მეტრის სიგანის ზოლს. საგურამო-იალნოს ქედის პარალელურად ორივე ფერდის გასწვრივ 500-500 მეტრის სიგანის ზოლს, რომელიც მოიცავს ცხვარიჭამიის სატყეოს 22, 23 და 25–34 კვარტალებს, გლდანის სატყეოს №8–10 კვარტალებს და მარტყოფის სატყეოს 1–7 კვარტალებს. ღულელების სატყეოს №19,20,23–26,28,33,47,48,49,50,52 კვარტალებს და ღულელების სატყეოში შემავალი საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული №11,12,13,15,19 კვარტალების გასწვრივ 500-მეტრიან ზოლს. გლდანის სატყეოს №2, 3 კვარტალებსა და №4, 5 კვარტალების მოსაზღვრე საგურამოს ქედის გასწვრივ 500 მეტრის სიგანის ზოლი. გალავნის სატყეოს №28 კვარტალის 16,17,18 ლიტერებს, კვარტალი 30, 31-ის ჩრდილოეთით მდებარე საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე 500 მეტრის სიგანის ზოლს და გალავნის სატყეოს №33 კვარტალში გლდანის სატყეოს №3 და 4 კვარტალების მოსაზღვრედ 500 მეტრის სიგანის ზოლს.
2. თბილისის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაციის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვისა და მონიტორინგისა, ტყის ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევის, მონიტორინგისა და ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;
ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისა;
თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;
ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
ლ) ძუძუმწოვრებისა და ფრინველების დაცვისა და მონიტორინგის მიზნით ბიოტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისა;
მ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვებისა;
ნ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
ო) ფეხით და ცხენით გადაადგილებისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობისა;
პ) ბილიკების მოწყობისა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლისა;
ჟ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდისა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 50-მეტრიან ზოლში გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრისა და გატანისა;
რ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით გამოტანილი ხე-ტყით თბილისის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილებისა;
ს) საქონლის სატრანზიტო გადარეკვისა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვებისა;
ტ) სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებით საცეცხლე ადგილებში კოცონის დანთებისა.
მუხლი 8🔗. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
1. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 11972.67 ჰა ტერიტორიას. ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს ღულელების სატყეოს №9,10,14, 16,17,18,21,22,27,29–32, №34–46 კვარტალებსა და №11,12,13,15 კვარტალების ნაწილს, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. ბოჭორმის სატყეოს №19–21 კვარტალებს. გომბორის სატყეოს №1 კვარტალს. დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის „წიწამურის“ სასელექციო საცდელ უბანს. გალავნის სატყეოს №30 და №31 კვარტალების თბილისის ეროვნული პარკის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების ნაწილს, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში და №32 კვარტალის 1–4 და 6 ლიტერები და №33 კვარტალის ის ნაწილი, რომელიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. ავჭალის სატყეოს №1–5 კვარტალებსა და 6 კვარტალის №1–43 ლიტერებს. მარტყოფის სატყეოს №1–7 კვარტალების ის ნაწილი, რომელიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში და №19 და 20 კვარტალების ის ნაწილი, რომლებიც არ შედის მკაცრი დაცვის ზონაში. ტრადიციული გამოყენების ზონაში მარტყოფის სატყეოდან შედის №11,12,14,16–18,22,23,27–29 კვარტალები, №32 კვარტალის 1–33 ლიტერები, №34,35 კვარტალები, №36 კვარტალის 1-2, 4–6, 9–10 ლიტერები, №37 კვარტალის 2–9, 16-17, 22–27 ლიტერები და №38 კვარტალის 1–6, 10–15 და 23–27 ლიტერები. გლდანის სატყეოს №4,5,8,9,10 კვარტალების ნაწილი, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. №6,7,11–19, 21–23, 25–30, 32,33, კვარტალები, №34 კვარტალის 1–13 ლიტერი, №39 კვარტალის 1–11 ლიტერი და №40 კვარტალი. ცხვარიჭამიის სატყეოს №4–15 კვარტალების და №22,23,25–34 კვარტალების ის ნაწილი, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში და კვარტალი №18, 19-ის ნაწილი, რომლებიც არ შედის მკაცრი დაცვის ზონაში. №20, 21, 24 და 35 კვარტალები, აგრეთვე „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი 3🔗1 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებს.
2. თბილისის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) ტყის ეკოსისტემების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;
ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით,
მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით,
ვოლიერების მოწყობისა;
ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;
კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა;
ო) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;
პ) გზების მოვლისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;
ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული საშეშე მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არა უმეტეს 53 ან 73 საშეშე მერქანი), ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვის, საფუტკრეების მოწყობის, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.
3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში,
სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა არ ხორციელდება „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებზე.
4. ტურისტული ბილიკებისა და გზების გასწვრივ სპეციალურად დაგეგმილ მარშრუტებზე და ტურისტული ინ
ფრასტრუქტურის გარშემო 50 მეტრის სიგანეზე დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა, ზეხმელი ხეების და ისეთი ხეების მოჭრა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ვიზიტორებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო 50 მეტრის სიგანეზე (რადიუსით) დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და ზეხმელი ხეების მოჭრა, აგრეთვე დაშვებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით,
ხეების მოჭრა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.
მუხლი 9🔗. თბილისის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონის ფართობი და საზღვრები, დაშვებული საქმიანობა და რესურსებით სარგებლობა
1. თბილისის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონის ფართობია 1561 ჰა, რომელიც მოიცავს მცხეთის სატყეოს №16 კვარტალის №№1-22 ლიტერებს და მარტყოფის სატყეოს №13,15,24-25,2630,31,33 კვარტალებს. ცხვარიჭამიის სატყეოს №№2,3 კვარტალების ნაწილს, რომლებიც არ შედის ვიზიტორთა ზონაში. გლდანის სატყეოს № 20,24,31 კვარტალებს.
2. თბილისის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურულ ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაციის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვისა და მონიტორინგისა, ტყის ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევის, მონიტორინგისა და ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით,
შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;
ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისა;
ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;
თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვებისა;
ლ) დაცვის, რეკრეაციისა და ეკოტურიზმისათვის ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
მ) ფეხით და ცხენით გადაადგილებისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში,
გზებზე მანქანით მოძრაობისა;
ნ) ბილიკების მოწყობისა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლისა;
ო) საქონლის სატრანზიტო გადარეკვისა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვებისა;
პ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაცისა და რეკონსტრუქციისა;
ჟ) საქართველოს საპატრიაქოსთვის გამოყოფილ მიჩენილ უბნებზე რელიგიური და სარიტუალო საქმიანობისა და ღონისძიებების ხელშეწყობისა;
რ) მატერიალური და არამატერიალური ისტორიულ-კულტურული ფასეულობების დაცვისა და მათი მნიშვნელობის პოპულარიზაციისა;
ს) ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდისა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 50-მეტრიან ზოლში გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრისა და გატანისა;
ტ) ხანძრებისგან დაცვის მიზნით,
გამოტანილი ხე-ტყით თბილისის ეროვნული პარკის საზღვართან არსებულ დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური ჭრის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების ფარგლებში დაკმაყოფილებისა;
უ) ზეხმელი ხეების და ისეთი ხეების მოჭრისა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ვიზიტორებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო 50 მეტრის სიგანეზე (რადიუსით) დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და ზეხმელი ხეების მოჭრა, აგრეთვე დაშვებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით ხეების მოჭრა.
მუხლი 10🔗. თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული ზონის ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა
1. თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული ზონის ფართობი შეადგენს 71 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს მამკოდის სატყეოს.
2. ადმინისტრაციულ ზონაში წარმოდგენილია თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა (საჯინიბო, ავტოფარეხი, სასაწყობო მეურნეობა, ადმინისტრაციული შენობა, სასტუმრო, ვიზიტორთა და საინფორმაციო ცენტრი და სხვა) და ადმინისტრაციული ეზო.
დანართი 4
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
„იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებების დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2🔗. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3🔗. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;
გ) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების, განსაკუთრებით – კოლხური ტყის ეკოსისტემისა და გეოლოგიური, სპელეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლების შენარჩუნება და დაცვა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად იმერეთის მღვიმეების ტერიტორიის იშვიათი გეოლოგიური, სპელეოლოგიური და პალეონტოლოგიური მნიშვნელობის ბუნების ძეგლების და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, კარსტული მღვიმეების, მათი ჰიდროლოგიური რეჟიმის და მიკროკლიმატის შენარჩუნება და განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
მუხლი 4🔗. იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების მდებარეობა და საერთო ფართობი
1. იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები მდებარეობს იმერეთის რეგიონის წყალტუბოს, თერჯოლის, ხონის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.
2. იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები მოიცავს „იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფართობს, საზღვრებსა და შემდეგი დასახელების კატეგორიის დაცულ ტერიტორიებს;
ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს;
ბ) სათაფლიის აღკვეთილს;
გ) პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლს;
დ) თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლს;
ე) ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლს;
ვ) ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლს;
ზ) ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლს;
თ) ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლს;
ი) იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლს;
კ) საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლს;
ლ) წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლს;
მ) ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს;
ნ) ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლს;
ო) გაბზარული ტბის ბუნების ძეგლს;
პ) საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლს;
ჟ) სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლს;
რ) დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლს;
ს) მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლს;
ტ) ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლს;
უ) ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლს.
მუხლი 5🔗. იმერეთის მღვიმეეების დაცული ტერიტორიების მდებარეობა, დაშვებული საქმიანობა
1. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მდებარეობა განსაზღვრულია „იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში.
2. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;
ბ) ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა;
გ) მონიტორინგის სამუშაოების განხორციელებისა;
დ) სამეცნიერო და საგანმათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა;
ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;
ვ) საკადასატრო სამუშაოების განხორციელებისა;
ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა;
თ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებისა.
3. იმერეთის მღვიმეების ბუნების ძეგლებში (სათაფლიის აღკვეთილში არსებული მღვიმეები, ყუმისთავის მღვიმის ბუნების ძეგლი, თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი, ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი, ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი, ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი, ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი, იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი, საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლი საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი, სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი, დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი, მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი, ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი, ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი) და სათაფლიის აღკვეთილში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;
ბ) მონიტორინგის სამუშაოების განხორციელებისა;
ბ) ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა;
გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
დ) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობისა;
ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით, ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა;
ვ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებებისა;
ზ) ბილიკების მოწყობისა და არსებული ბილიკების მოვლისა;
თ) კეთილმოწყობილ მღვიმეში ვიზიტორთა ფეხით გადაადგილებისა გამყოლის (გიდი, ადმინისტრაციის თანამშრომელი) თანხლებით;
ი) დაცვისა და ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და კეთილმოწყობისა;
4. წყალწითელას ხეობის, ოკაცეს კანიონის ოკაცეს ჩანჩქერის და გაბზარული ტბის ბუნების ძეგლებში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
დ) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობისა;
ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა;
ვ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებებისა;
ზ) ბილიკების მოწყობისა და არსებული ბილიკების მოვლისა;
თ) კეთილმოწყობილ ბილიკებზე ვიზიტორთა ფეხითა და ცხენით გადაადგილებისა, რთულ მონაკვეთებში გამყოლის (გიდი, ექსკურსიამძღოლი, ადმინისტრაციის თანამშრომელი) თანხლებით გადაადგილებისა;
ი) დაცვისა და ტურისტულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და კეთილმოწყობისა.
5. სათაფლიის აღკვეთილში დაშვებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა
დანართი 5
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის დაშვებული საქმიანობით განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2🔗. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის 1040 ჰა ფართობის ფარგლებში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებს.
მუხლი 3🔗. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ეკოლოგიური განათლების და მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა;
გ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ჭალის ტყის ეკოსისტემისა და ფიჭვნარი ტყეების შენარჩუნება.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა და აღდგენა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
მუხლი 4🔗. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, საერთო ფართობით 1040 ჰა და მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში ცივ-გომბორის მთების სამხრეთ კალთებზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მუხლი 5🔗. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებული საქმიანობა
მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;
ბ) ვიზიტორების დაშვებისა სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით;
გ) საგანმანათლებლო საქმიანობისა და საგანმანათლებლო მიზნით ბილიკების მოწყობისა;
დ) გადაადგილებისა მხოლოდ ფეხით და ცხენით სპეციალურ ბილიკებზე;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო კონტროლისათვის ღონისძიებათა ჩატარებისა;
ვ) დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებისა;
ზ) სამაშველო ღონისძიებების ჩატარებისა;
თ) სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით ფოტოხაფანგების დამონტაჟებისა და აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისა;
ი) ფოტოგრაფირებისა და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადებისა;
კ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა.
დანართი 6
ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
„ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ყაზბეგის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ყაზბეგის ეროვნული პარკის დაშვებული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2🔗. ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებში 8707 ჰექტარ ფართობზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3🔗. ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, პარკის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირება; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
მუხლი 4🔗. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
1. ყაზბეგის ეროვნული პარკი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცენტრალური კავკასიონის ქედზე, მდინარეების – თერგის, სნოს წყლის, არაგვის, ხდეს წყლის ხეობებში და ძალზე გაფანტულ ჯგუფებადაა წარმოდგენილი ტერიტორიაზე.
2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს“ დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 8707 ჰა.
მუხლი 5🔗. ყაზბეგის ეროვნული პარკის ზონირება
გარემოს დაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:
ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;
ბ) ვიზიტორთა ზონა;
გ) ტრადიციული გამოყენების ზონა.
მუხლი 6🔗. ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
1. ყაზბეგის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 3407 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს №№ 1, 2 (გარდა მე-5 უბნისა), 3, 4 (გარდა მე-11 უბნისა), 12, 13, 15, 16, 19, 20, 31, 43, 46, 47, 48, 50, 51, 53, 55, 56 კვარტალებს.
2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა.
მუხლი 7🔗. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები
1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 2311 ჰა-ს და მოიცავს №4 კვარტალის მე-11 უბანს და №№ 7, 8, 9, 17, 21, 22, 23, 24, 25, 37, 39, 40, 52, 54 კვარტალებს.
2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაციიის, მოვლის, აღდგენისა და მონიტორინგისა;
ბ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემისა და ტყის ეკოსისტემების დაცვის, აღდგენისა და მონიტორინგისა;
გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;
დ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო და უხერხემლოების საკოლექციო მასალის შეგროვებისა;
ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისა;
ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;
თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
ი) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვებისა;
ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
მ) ფეხით და ცხენით გადაადგილებისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობისა;
ნ) ბილიკების მოწყობისა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლისა;
ო) ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდისა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 20-მეტრიან ზოლში სოციალური ჭრებით ჯგუფურად გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრისა და გატანისა;
პ) საქონლის სატრანზიტო გადარეკვისა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვებისა.
მუხლი 8🔗. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
1. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 2990 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს №2 კვარტალის მე-5 უბანს და №№ 5, 6, 10, 11, 14, 18, 26, 27, 28, 29, 30, 32, 33, 34, 35, 36, 38, 41, 42, 44, 45, 49, 57, 58 კვარტალებს.
2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლის, აღდგენისა და მონიტორინგისა;
ბ) ტყის ეკოსისტემების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;
დ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო და უხერხემლოების საკოლექციო მასალის შეგროვებისა;
ვ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობისა;
თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;
ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
კ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
ლ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა;
მ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;
ნ) გზების მოვლისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;
ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობის, ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვის, საფუტკრეების მოწყობის, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.
დანართი 7
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაშვებული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2🔗. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფარგლებში 61234.84 ჰექტარ ფართობზე ეროვნულ პარკში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3🔗. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლებისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე;
დ) ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა.
მუხლი 4🔗. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 61234.84 ჰა.
მუხლი 5🔗. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ზონირება
გარემოს დაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და დაცული ტერიტორიების საერთაშორისო კატეგორიების გათვალისწინებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:
ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;
ბ) ვიზიტორთა ზონა:
გ) ტრადიციული გამოყენების ზონა.
მუხლი 6🔗. ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
1. ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 5275 ჰა ტერიტორიას, რომლებიც გადანაწილებულია უბნების მიხედვით:
ა) აბასთუმნის უბანი – კვარტალები №№1, 2, 3, 9, 10, 15 (სულ 1242 ჰა);
ბ) აწყურის უბანი – კვარტალები: №№38, 39, 40, 41, 42, 43, 47, 48, 49, 68, 73, (სულ 1 466 ჰა); ჰა;
გ) ნუნისის უბანი – კვარტალები №№ 34, 35, 41, 46, 48 (სულ 622 ჰა);
დ) მარელისის უბანი – კვარტალები №№ 47, 49, 50, (სულ 470 ჰა);
ე) საქონდრიის უბანი – კვარტალები №№22, 27, 28, 29, 30 (სულ 913 ჰა);
ვ) ლაშურის უბანი – კვარტალები №№ 66, 67, 69, 97, 98, 99 (სულ 562 ჰა).
2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა.
მუხლი 7🔗. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები
1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის საერთო ფართობი შეადგენს 30006.7 ჰა ტერიტორიას, რომლებიც გადანაწილებულია უბნების მიხედვით:
ა) აბასთუმნის უბანი – კვარტალები №№4, 5, 6, 8, 11, 12, №13 კვარტალის ლიტერები №№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, კვარტლები №№14, 16, 17, 18, 20, 21, 22, 24, 25, 26, 27, 29, 35, 40, 43, 44, 45, 46, 47, №48 კვარტალის ლიტერები №№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 10, 11, 12, 13, 14, 15, 17, 19, 20, 21, 22, 24, №49 კვარტალის ლიტერები №№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 16, 17, 18, 19, 20, 23, 24, 25, 29, №50 კვარტალის ლიტერები №№1,2,3,4,8,9,10,19,21,22,23, კვარტალები №№51,53,56,58 (სულ 4499 ჰა) ;
ბ) აწყურის უბანი–კვარტალები №№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 26,27, 28, 29, 30, 32, 35,36, 44, 50, 52, 53, 54, 55, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66; №69 კვარტალის ლიტერები №№1, 2, 3, 4, 10, 11, 13, 14; კვარტალები №№71 და 72; №74 კვარტალის ლიტერები №№1, 3, 7, 12; კვარტალები №№75, 76 და 78 (სულ 7681.7 ჰა) ;
გ) ზანავის უბანი – კვარტალები №№1, 3, 4, 5, 6, 8, 13, 15, 16, 17, 18, 19, 25, 26, 27, 31 (სულ 1941 ჰა);
დ) ქვიშხეთის უბანი – კვარტალები №№4, 12, 13, 14 (სულ 415 ჰა) ;
ე) ნუნისის უბანი – კვარტალები №№6, 7, 12, 13, 14, 20, 21, 22, 23, 24, 25, 28, 29, 30, 31, 32, 33, 36, 37, 38, 39, 40, 42, 43, 44, 45, 47, 49, 50, 51 (სულ 3988 ჰა) ;
ვ) მარელისის უბანი – კვარტალები №№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9, 10, 14, 15, 21, 22, 23, 24,26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 48, 51, 52, 53, 54, 55 (სულ 5944 ჰა);
ზ) საქონდრიის უბანი – კვარტალები №№2, 3, 4, 5, 6, 9, 10,11,12, 17, 18, 19,20,21, 23, 24, 25, 26, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46 (სულ 4758ჰა);
თ) ლაშურის უბანი – კვარტალები №№42, 54, 55, 53, 65, 68, 70, 71, 93, 94,1 05, 106, 107, 108 (სულ 1880 ჰა);
2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაციის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვისა და მონიტორინგისა; ტყის ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა;
დ) სამეცნიერო კვლევისა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისა;
ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;
თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვებისა;
ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა;
მ) გადაადგილებისა ფეხით და ცხენით, ნაწილობრივ სახეცვლილი ბუნების ტერიტორიაზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში მანქანით.
მუხლი 8🔗. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
1. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 25952.054 ჰა ტერიტორიას და მოიცავს:
ა) აბასთუმნის უბანი – კვარტალები №7, №13 კვარტალის ლიტერი №15, კვარტალები №№19, 23, 28, 30, 31, 32, 33, 34, 36, 37, 38, 39, 41, 42, №48 კვარტალის ლიტერები №№9, 16, 18, 23, №49 კვარტალის ლიტერები №№14, 15, 21, 22, 26, 27, 28, №50 კვარტალის ლიტერები №№5, 6, 7, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 20, 24, 25, 26, 27, 28, 29, კვარტალები №№52, 54, 55, 57 (სულ 3570 ჰა) ;
ბ) აწყურის უბანი – კვარტალები №№14, 23, 24, 25, 31, 33, 34, 37, 45, 46, 51, 56, №69 კვარტალის ლიტერები №№5, 6, 7, 8, 9, 12; კვარტალი №70; №74 კვარტალის ლიტერები №№ 2, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16; კვარტალები №№77, 79, 80, 81, 82, 83, 84 (სულ 2718 ჰა) ;
გ) ზანავის უბანი –კვარტალები №№2, 7, 9, 12, 14, 20, 21, 22, 23, 24, 28, 29, 30 (სულ 1672 ჰა);
დ) ქვიშხეთის უბანი – კვარტალები №№5, 7, 8, 9, 10, 11, 15, 16 (სულ 1162 ჰა);
ე) ნუნისის უბანი – კვარტალები №№15, 16, 17, 18, 19, 26, 27, (სულ 701 ჰა);
ვ) მარელისის უბანი – კვარტალები №№ 8, 11, 12, 13, 16, 17, 18, 19, 20, 25 (სულ 1480 ჰა);
ზ) საქონდრიის უბანი – კვარტალები №№7, 8, 13, 14, 15 (სულ764 ჰა);
თ) ეროვნული პარკის ალპური საძოვრებით დაკავებული ტერიტორია (სულ 10748.44 ჰა);
ი) „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორია (სულ 3127.4 ჰა);
2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვისა და მონიტორინგისა; ტყის ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ვ) ეკოტურიზმისა;
ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისა;
თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;
ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;
კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
ლ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა;
მ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;
ნ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 53-დან 83-მდე საშეშე მერქანი), ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.
ო) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობისა.
3. სოციალური ჭრის შედეგად ტყიდან გამოზიდული მერქნის ყოველწლიური რაოდენობა უბნების მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს:
ა) აბასთუმნის უბანი – 1500 მ3 საშეშე მერქანი;
ბ) აწყურის უბანი – 1000 მ3 საშეშე მერქანი;
გ) ზანავის უბანი – 950 მ3 საშეშე მერქანი;
დ) ქვიშხეთის უბანი – 620 მ3 საშეშე მერქანი;
ე) ნუნისის უბანი – 150 მ3 საშეშე მერქანი;
ვ) მარელისის უბანი – 250 მ3 საშეშე მერქანი;
ზ) საქონდრიის უბანი – 150 მ3 საშეშე მერქანი;
თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე 1620 მ3 საშეშე მერქანი.