საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №3/319
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111207012, 09/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,433 სიტყვა · ~32 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} p.style1, li.style1, div.style1 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.apple-style-span {} span.apple-converted-space {} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 42.5pt 35.95pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №3/319 2011 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის“ წესდება დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. რურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წესდება თავი I . ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ( შემდგომში – უნივერსიტეტი ) დაფუძნებუ ლია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილების საფუძველზე, „ უმაღლესი განათლების შესახებ” და „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად.  2. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის უფლებამონაცვლე. მუხლი 2🔗. უნივერსიტეტის წესდების მოქმედების სფერო ეს წესდება აწესრიგებს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ( შემდგომში – უნივერსიტეტი) საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უნივერსიტეტის მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს. მუხლი 3🔗 . უნივერსიტეტის სტატუსი 1. უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: სსიპ „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი“. უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა „ ბხ სუ” უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი , თამარ მეფის გამზირი №102, 6000 , ბათუმი, საქართველო. მუხლი 4🔗 . უნივერსიტეტის მისია და მიზნები 1. უნივერსიტეტის მისია : ა) უმაღლესი სახელოვნებო - შემოქმედებითი განათლების თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი საგანმანთლებლო პროგრამების განხორციელებით კონკურენტუნარიანი , მაღალკვალიფიციური , ზნეობრივად სრულყოფილი სპეციალისტების მომზადება და საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილება ;  ბ) რეგიონში დაიკავოს კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი და წამყვანი საგან - მანათლებლო , შემოქმედებითი და კვლევითი ცენტრის ადგილი . 2. უნივერსიტეტის მიზნებ ია: ა) გახდეს ერთ- ერთი წამყვანი უნივერსიტეტი უმაღლესი სახელოვნებო განათლების ევროპულ სივრცეში, ტრადიციული სპეციალობებით დაუახლოვდეს თანამედროვე მოთხოვნებს და დანერგოს ახალი სპეციალობები; ბ) უზრუნველყოს ქართული კულტურისა და ხელოვნების ( დრამატული, კინო- ტელე, ტრადიციული ქართული ხელოვნება) მაღალკვალიფიციური კადრებით აღჭურვა, საუნივერსიტეტო განათლებისა და შემოქმედებით- სამეცნიერო კვლევების განვითარება; გ ) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით; სახელოვნე ბო, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება; დ) სტუდენტის ჩამოყალიბება ჭეშმარიტ მოქალაქედ, თავისუფლებისმოყვარე და დემოკრატ პიროვნებად; ე) უნივერსიტეტის ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო და შემოქმედებით– სამეცნიერო სივრცეში; საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და შემოქმედებით -სამეცნიერო- კვლევითი პროექტების განხორციელება; ვ) უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის რეალიზება ქართული საზოგადოების წიაღში; ზ) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა. მუხლი 5🔗. საუნივერსიტეტო დღესასწაული საუნივერსიტეტო დღესასწაულია 21 ნოემბერი. უნივერსიტეტის გახსნის დღე. თავი II . უნივერსიტეტის მართვა მუხლი 6🔗 . უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და სტრუქტურა 1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების – მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან, აგრეთვე საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო მნიშვნელობის სხვადასხვა საგანმანათლებლო ერთეულებისაგან. 3 . გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო მნიშვნელობის ერთეულების შექმის ან გაუქმების შესახებ იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საუნივერსიტეტო მნიშვნელობის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.     მუხლი 7🔗. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები 1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის;  ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;  გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;  დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები. მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭო 1. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ( შემდეგში – აკადემიური საბჭო) არის უნივერ- სიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედ იან აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები. 2 . საბჭოს წევრთა რაოდენობა შეადგენს 7 (შვიდი) წევრს, 2 წევრი თითოეული ფაკულტეტიდან და ასევე, უნივერსიტეტის რექტორი. 3 . აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწე რს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. მუხლი 9🔗 . აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და შემოქმედებით– სამეცნიერო- კვლევით პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, შემოქმედებით– სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდ გენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) ადგენს სხვა უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების, აგრეთვე უმაღლესი და პროფესიული განათლების კრედიტების ცნობის წესს; ლ ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; მ ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ნ ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ო ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდების მინიჭების თაობაზე ; პ ) ადგენს ფაკულტეტის დეკანების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჟ ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს; რ ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და შემოქმედებით -სამეცნიერო- კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ს ) უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, წევრებისაგან, ხმათა უმრავლესობით, ქმნის დროებით კომისიებს. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე; ტ ) საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს; უ) კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს მისაღები კონტი ნგენტის პროგრამული დაფინანსების ოდენობას . მუხლი 10🔗 . აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს სამდივნო. 2. აკადემიური საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას. მუხლი 11🔗 . აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი 1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი. 2. აკადემიური საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. თავმჯდომარეს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3-ის მოთხოვნით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. 3. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მუხლი 12🔗 . აკადემიური საბჭოს სხდომათა დღის წესრიგი 1. აკადემიური საბჭოს სამდივნო, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს. 2. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. 3. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. მუხლი 13🔗. გადაწყვეტილების მიღება აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. მუხლი 14🔗 . ხმის მიცემა 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია. 2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4- ს უფლება აქვს მოითხოვის ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ. მუხლი 15🔗. ოქმის წარმოება 1. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი. 2. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს სამდივანოს ხელმძღვანელი ან საბჭოს სხდომის მდივანი. მუხლი 16🔗 . წარმომადგენლობითი საბჭო 1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ,, უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით აირჩევა 4 წლის ვადით. 2. წარმომადგენლბითი საბჭოს წევრთა რაოდენობა შეადგენს სულ 15 წევრს, რომელთა შორის 8 წევრი არის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის პირი, 1 ბიბლიოთეკის გამგე, ხოლო 6 წევრით წარმოდგენილია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. მუხლი 17🔗 . წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების სფერო 1. წარმომადგენლობითი საბჭო ,, უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით, ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტების დეკანების, აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს; ო) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდიის ფარგლებში მისაღები კონტიგენტის პროგრამული დაფინანსების ოდენობას ; პ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვა- ნელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამ- ტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს სამუშაო და საქმისწარმოების ენა არის ქართული. მუხლი 18🔗 . კვორუმი და სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრეთა ნახევარზე მეტი, თუ ,, უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით ან უნივერსიტეტის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია, გარდა კანონით და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4- ს უფლება აქვს მოითხოვო ს ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა. მუხლი 19🔗 . წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭო სპიკერს ირჩევს თავისივე რიგებიდან წარმომად- გენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით.  2. სპიკერი:  ა) ორგანიზებას უწევს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას და თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს;  ბ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას; გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;  დ) უფლებამოსილია დასვას საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ; ე) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში; ვ) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს. მუხლი 20🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო, სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს საბჭოს წევრებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა. მუხლი 21🔗 . წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების ფორმირება 1. წარმომადგენლობით საბჭოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, წარმომადგენლობითმა საბჭომ თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება შექმნას დროებით სამუშაო ჯგუფები გარკვეული ვადით; 2. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს არანაკლებ 3 წევრით. ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ჯგუფის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. მუხლი 22🔗 . წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევა და მიმდინარეობა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები მოიწვევა სემესტრში ორჯერ მაინც. საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე სხდომა ( სხდომები). 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს წარმართავს საბჭოს სპიკერი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მის მიერ დროებით უფლებამოსილი წარმომადგენლობითი საბჭოს რომელიმე წევრი. ინფორმაცია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, გამოი კვრება საჯარო გაცნობისათვის უნივერსიტეტის შენობაში სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 3 დღისა, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას და ეცნობება საბჭოს წევრებს. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3 - ის მოთხოვნით. 4. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს სპიკერი მისი მოწვევის აუცილებლობის შემთხვევაში. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული სხდომა აისახება ოქმით. ოქმს ხელს აწერს სპიკერი ( ან სხდომის წარმართველი საბჭოს წევრი) და საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ან სხდომის მდივანი. მუხლი 23🔗. უნივერსიტეტის რექტორი 1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, რომელსაც აკადემიური საბჭო ირჩევს 4 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 2. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნ ეს ნებისმიერი პირი , რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი . 3 . რექტორი არის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და შემოქმედებით -სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს. 4 . რექტორი ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს მუხლი 24🔗 . რექტორის არჩევის წესი 1. რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. 2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. მუხლი 25🔗 . უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ( კანცლერი ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ( კანცლერი) არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებში და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო- ეკონომიკურ ურთიერთობებში. მუხლი 26🔗 . უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;  ე) ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;  ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;  ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;  თ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;  ი) ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე. 3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;  ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება. მუხლი 27🔗 . უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. უნივერსიტეტში სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო- კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად. 2 . უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს. 5 . უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების ( მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა. შ.) დანერგვის გზითა და ავტორიზ აციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. მუხლი 28🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი უნივერსი ტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს აკადემიური საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს . აკადემიურ საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი ს მხარდაჭერას. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. თავი III .უნივერსიტეტის ფაკულტეტები მუხლი 29🔗. ფაკულტეტები 1. უნივერსიტეტში სამი ფაკულტეტია: ა) სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ; ბ) მუსიკის ; გ) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა . 2. გადაწყვეტილებას ფაკულტეტის შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 3. ფაკულტეტების შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს საფაკულტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო- სამეცნიერო, სამეცნიერო- კვლევითი ( კათედრა/ დეპა-რტამენტი სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე ( ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, ასევე გადაწყვეტილებას საფაკულტეტო მნიშვნელობის ახალი ერთეულების შექმნის ან არსებული ერთეულების გაუქმების შესახებ შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. საფაკულტეტო მნიშვნელობის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით. 4. ფაკულტეტი მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით. მუხლი 30🔗. უნივერსიტეტის ფაკულტეტის მართვის ორგანოები უნივერსიტეტის ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. მუხლი 31🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და შემოქმედებით -სამეცნიერო- კვლევით პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს. მუხლი 32🔗 . ფაკულტეტის დეკანი 1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა გამჭვირვალობის , თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით, ოთხი წლის ვადით . დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ . დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე . 2. ფაკულტეტის დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი . 3 . ფაკულტეტის დეკანი : ა ) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო - სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას ; ბ ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას , სასწავლო და შემოქმედებით -სამეცნიერო - კვლევით პროგრამებს ; გ ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას ; დ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს , აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე ; ე ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ; ვ ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს ; ზ ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე ; თ ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას . 4 . ფაკულტეტის საბჭოს სიითი შემადგენლობის 1/ 3 - ს შეუძლია მოითხოვოს დეკანის უფლებამოსილების შეწყვეტა . გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიიღება საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით . მუხლი 33🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სასწავლო და შემოქმედებით -სამეცნიერო - კვლევითი მუშაობის , აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური , რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად . 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად . 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის , სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების ( მოდულები , საკრედიტო სისტემა და ა . შ .) გამოყენების გზით და ავტორიზაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას . 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი . 5. ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილს . მუხლი 34🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო . ფაკულტეტის საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა . არჩეულად ჩაითვლება პირი , რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა , გაიმართება მეორე ტური , რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი . ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში , მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებულის გამოვლენამდე . თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული , არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი . თავი IV. უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის წესი მუხლი 35🔗. მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის ზოგადი პრინციპები  უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნები ტარდება თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვით. მუხლი 36🔗. აკადემიური საბჭოს არჩევის წესი  1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი , თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე , ფარული კენჭისყრით . არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე პირთა ნახევარზე მეტი . 2. აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან აირჩევა 6 წევრი . თითოეული ფაკულტეტი ირჩევს 2 წარმომადგენელს . არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. 3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი , გარდა ასისტენტ - პროფესორისა . 4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას და განისაზღვრება 4 წლით . 5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ . მუხლი 37🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი 1. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ - ცალკე , ამ ერთეულებზე წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი . 2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები . 3. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება , თუ მასში მონაწილეობს ხმის უფლების მქონე პირთა 1/3 მაინც , ცალ - ცალკე როგორც აკადემიური , ისე სტუდენტების რაოდენობიდან . 4. მიღებული ხმების დათვლა ხდება ცალ - ცალკე , სტუდენტებისა და აკადემიური პერონალისათვის . 5. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეოთხედს . 6. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მისი შესაბამისი აკადემიური ან / და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა . 7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი , რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა . ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით . 8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები , აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები . 9. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი საბჭოს არჩევნებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 10. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 11. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 12. პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს დაწესებულების საარჩევნო კომისია. 13. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, დაწესებულების საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას, არჩეულად ჩაითვლება პირი , რომელიც მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლო ბის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.  14. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით . მუხლი 38🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის წესი 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით , ფარული კენჭისყრით . ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ . წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში , აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას . 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 4 წელია . 3. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ . მუხლი 39🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და შემოქმედებით -სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის , აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური , რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად . 2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მუხლი 40🔗. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი 1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო , რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები . 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით , მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4- ზე ნაკლები . მუხლი 41🔗. ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი 1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე.  2. კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია ავტობიოგრაფიისა და ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. თითოეული კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.  3. ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებული დეკანის გამოვლენამდე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ მოხერხდა დეკანის არჩევა, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. თავი V. უნივერსიტეტის პერსონალი მუხლი 42🔗 . უნივერსიტეტის პერსონალი უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური , ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები . მუხლი 43🔗 . უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან . 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი , ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ - პროფესორი . 3. პროფესორები მონაწილეობენ ან / და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და შემოქმედებით-სამეცნიერო კვლევებს . 4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო . მუხლი 44🔗 . აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით , რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის , თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს . 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე . 3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო . მუხლი 45🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები განისაზღვრება შემდეგნაირად: საშემსრულებლო მიმართულებით ა) სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც კონკურსამდე დაკავებული ჰქონდა სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა და აქვს უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება ; ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც კონკურსამდე დაკავებული ჰქონდა სრული, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა და აქვს უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც ეწევა პედაგოგიურ და/ან აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას და აქვს პროფესიული წარმატებები. თეორიული მიმართულებით: ა) სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ბ) ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის, ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი. მუხლი 46🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია : ა ) პირადი განცხადება ; ბ ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა ; გ ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინუ რი პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა ; დ ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა ; ე ) პენსიაზე გასვლა ; ვ ) კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები . მუხლი 47🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული ვადით. მუხლი 48🔗. აკადემიური წოდებები  1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება . იგივე წესი გამოიყენება საქართველოს მოქალაქის მიმართ. 2. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს უნივერსიტეტი. ამასთანავე , ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების საგანმანათლებლო და შემოქმედებით–სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან . მუხლი 49🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს : ა ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში ; ბ ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება , კვლევა , შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება ; გ ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამების შინაარსი , სწავლების მეთოდები და საშუალებები ; დ ) განახორციელოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება . მუხლი 50🔗. აკადემიური პერსონალის ვალდებულებები  აკადემიური პერსონალი ვალდებულია : ა ) დაიცვას უნივერსიტეტის წესდებისა და შინაგანაწესის მოთხოვნები ; ბ ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინუ რი პასუხისმგებლობის ნორმები ; გ ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები ; დ ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ . მუხლი 51🔗. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი , რექტორის მოადგილე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები , უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები . 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეული ან დანიშნული იქნეს 65 წელს მიღწეული პირი . 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი , უფროს მასწავლებელთან გათანაბრებული კონცერტმაისტერი და საშემსრულებლო დარგის სპეციალისტი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასწავლო–შემოქმედებით, სასემინარო , პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე . 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები .  6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო, შემოქმედებით ან / და სამეცნიერო - კვლევით პროცესში მონაწილეობის ან / და ამ პროცესის წარმართვის მიზნით . მუხლი 52🔗. ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლები უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია : ა ) პირადი სურვილი ; ბ) წესდებისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა უხეში ან სისტემატური დარღვევა; გ ) სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ; დ ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ; ე ) 65 წლის ასაკის მიღწევა ; ვ) გარდაცვალება ; ზ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. მუხლი 53🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა ანაზღაურებადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი . 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა , გარდა რექტორისა , ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი . 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა . თავი VI. სტუდენტი მუხლი 54🔗. უნივერსიტეტში სტუდენტად მიღება 1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი , რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტი წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის , მაგისტრატურის, ან პროფესიული/დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამის გასავლელად . 2. უნივერსიტეტის საშემსრულებლო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე ბაკალვრიატში და მაგისტრატურაში მიღების წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად . მუხლი 55🔗. სტუდენტის უფლებები  1. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს :  ა ) მიიღოს ხარისხიანი განათლება ;  ბ ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შემოქმედებით საქმიანობაში და მეცნიერულ კვლევაში ;  გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ - ტექნიკური , საბიბლიოთეკო , საინფორმაციო და სხვა საშუალებებით ;  დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის , მათ შორის , საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ;  ე ) საყოველთაო , პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე , ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის , ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებში ;  ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან / და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად ;  ზ ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ;  თ ) საქართველოს კანონმდებლობისა, უნივერსიტეტის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად, სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;  ი ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა ;  კ ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში ;  ლ ) პერიოდულად მოახდინოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება ;  მ ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები .  ნ ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება ;  ო) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით კონკურსგავლილ და ჩარიცხულ სტუდენტს, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას აღნიშნული დაწესებულების მაკონტროლებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მაინც მიიღოს სტიპენდიის სახით.  2. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად , რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ - ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში . მუხლი 56🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა , დაიცვას უნივერსიტეტის წესდება და შინაგანაწესი . მუხლი 57🔗. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, უნივერსიტეტი ს შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის წესით . მუხლი 58🔗. სტუდენტური თვითმმართველობა 1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით , საყოველთაო , თანასწორი , პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა . 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას , რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას . 3. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად : ა ) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში ; ბ ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას ; გ ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში ; დ ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად , რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს , წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს ; ე ) მონაწილეობას იღებს სტუდენტის მიმართ დისციპლინარული საქმის განხილვაში ; ვ ) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს . 4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში . მუხლი 59🔗. სტუდენტის სტატუსის მობილობა, შეჩერება და შეწყვეტა სტუდენტის მობილობა, სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით. თავი VII. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის განათლების საფეხურები მუხლი 60🔗. განათლების საფეხურები ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება ერთსაფეხურიანი და ორსაფეხურიანი სწავლების საფუძველზე . მუხლი 61🔗. აკადემიური ხარისხის ან დიპლომის მინიჭება 1. აკადემიურ ხარისხს ან პროფესიულ კვალიფიკაციას უნივერსიტეტი ანიჭებს დაგროვილი კრედიტების იმ რაოდენობის საფუძველზე, რაც საკმარისია სწავლების მოცემული საფეხურის დასასრულებლად . 2. განათლების ყოველი საფეხურის დასრულების შემდეგ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი გასცემს სათანადო დიპლომს სტანდარტული დანართით . თავი VIII.უნივერსიტეტის დაფინანსება, უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 62🔗 . უნივერსიტეტის ბიუჯეტი 1. უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო . 2. უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო . 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი , ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად , შეიმუშავებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით , დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტს და ამტკიცებს მას , ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს . 5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო . 6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს , ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებებითა და დასაბუთებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს .  7.წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახლად არჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით . მუხლი 63🔗. უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობა უნივერსიტეტი შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამასთან, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად , უნივერსიტეტი არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე. მუხლი 64🔗. უნივერსიტეტის დაფინანსება 1. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებაზე, შემოქმედებით საქმიანობასა და სამეცნიერო კვლევაზე , ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადება , გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე . 2. დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა ) სწავლის საფასური , რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით; ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; გ) კერძო გრანტის , შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო - კვლევითი გრანტები; ე) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები ; ზ) ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ გადახდილი სწავლის საფასურიდან მიღებული შემოსავლები. 3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად , უნივერსიტეტის ფინანსები მთლიანად ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. უნივერსიტეტის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. მუხლი 65🔗. უნივერსიტეტის ქონება უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული , შემოწირულობის სახით მიღებული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან . მუხლი 66🔗. უნივერსიტეტის ქონებით სარგებლობა 1. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით , უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა ; ე) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით , თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. უნივერსიტეტის ქონების ან მისი ნაწილის შეძენა , იჯარით გაცემა , ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით , თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის ფარგლებს , შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით , სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებ ელი ორგანოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით , კანონმდებლობით დადგენილი წესით . 4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. მუხლი 67🔗 . უნივერსიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით უნივერსიტეტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ , უსასყიდლო სარგებლობის ფორმით გადაეცემა შესაბამის ქონება . 2. უნივერსიტეტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. უნივერსიტეტს უფლება აქვს , მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 68🔗. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნუვერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონ ომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია , მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. მუხლი 69🔗. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება უნივერსიტეტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებ ელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი IX. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 70🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია  უნივერსიტეტის , როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის , რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. თავი X. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მუხლი 71🔗. უნივერსიტეტის წესდების მიღების , შეცვლისა და გაუქმების უფლებამოსილება 1. უნივერსიტეტის წესდებას შეიმუშავებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინი სტროს . 2. უნივერსიტეტის წესდების მიღება, გაუქმება , მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით, წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტით. სხდომა უფლებამოსილია , მიიღოს გადაწყვეტილება , თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგელობის ნახევარზე მეტი.