საბჭოს
უფლებამოსილების
სფერო
1.
წარმომადგენლობითი საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად:
ა)
შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროს;
ბ)
შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს,უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ)
ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
დ)
ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ე)
ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ვ)
ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ზ)
ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
თ)
ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
ი)
აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით,ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
კ)
ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს,შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ლ)
ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს,შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
მ)
ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ნ)
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტების დეკანების,აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს;
ო)
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდიის ფარგლებში მისაღები კონტიგენტის პროგრამული დაფინანსების ოდენობას
;
პ
)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების,ადმინისტრაციის ხელმძღვა-
ნელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამ-
ტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3.
წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება,აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია,შეიმუშაოს რეკომენდაციები.
4.
წარმომადგენლობითი საბჭოს სამუშაო და საქმისწარმოების ენა არის
ქართულ