1.
წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა
4
წლის ვადით დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან
–
ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ
-
ცალკე
,ამ ერთეულებზე წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
.
2.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები
.
3.
არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება
, თუ მასში მონაწილეობს ხმის უფლების მქონე პირთა
1/3
მაინც
,ცალ
-
ცალკე
როგორც აკადემიური
,ისე სტუდენტების რაოდენობიდან
.
4.
მიღებული ხმების დათვლა ხდება ცალ
-
ცალკე
,სტუდენტებისა და აკადემიური პერონალისათვის
.
5. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეოთხედს
.
6.
პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მისი შესაბამისი აკადემიური ან
/
და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა
.
7.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი
,რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა
.
ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით
.
8.
წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები
,აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები
.
9.
წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი საბჭოს არჩევნებიდან არა
უგვიანეს 5 დღისა.
10.
პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია
,თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
11. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
12.
პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს დაწესებულების საარჩევნო კომისია.
13.
წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა
უგვიანეს 3 დღისა, დაწესებულების საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას, არჩეულად ჩაითვლება პირი
, რომელიც მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლო
ბის ნახევარზე მეტს. თუ ვერც
ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა
უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
14.
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით –
4
წლით