საბჭოს

უფლებამოსილება

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

ა)
შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ)
ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და შემოქმედებით–
სამეცნიერო-
კვლევით პროგრამებს;

გ)
ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას,სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის,მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების,შემოქმედებით–
სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ)
თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე,ფარული კენჭისყრით,სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს –
რექტორს;

ე)
წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;

ვ)
წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდ
გენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

ზ)
წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

თ)
მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების,სტრუქტურული ერთეულების დებულებების,ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;

ი)
სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის,აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

კ)
ადგენს სხვა უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების,აგრეთვე უმაღლესი და პროფესიული განათლების კრედიტების ცნობის წესს;

ლ
)
წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;

მ
)
ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს,შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ნ
)
წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ო
)
ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის

წოდების მინიჭების თაობაზე
;

პ
)
ადგენს ფაკულტეტის დეკანების,უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ჟ
)
ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;

რ
)
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და შემოქმედებით
-სამეცნიერო-
კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ს
)
უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით,წევრებისაგან,ხმათა უმრავლესობით,ქმნის დროებით კომისიებს.
კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე;

ტ
)
საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს;

უ)
კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს მისაღები კონტი
ნგენტის პროგრამული დაფინანსების ოდენობას