საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.12.2011
ძალის დაკარგვა 03.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
ნომერი №178/42
სარეგისტრაციო კოდი 040030000.20.013.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111208002, 08/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება 30.05.2013
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (2)
- საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს კანონი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
span.MsoCommentReference {}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115; font-size:11.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .5in 1.0in .5in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №178/42
2011 წლის
8 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– საჯარო აუდიტის ინსტიტუტის
დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 361 მუხლის მე
-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ
. ბეჟაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– საჯარო აუდიტის ინსტიტუტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი
(შემდგომში – ინსტიტუტი
) არის
„საქართველოს კონტროლის პალატის
შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ასრულებს აღნიშნული კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. ინსტიტუტი
თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. ინსტიტუტი
საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და
მოპასუხედ.
4. ინსტიტუტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს
საქართველოს კონტროლის პალატა.
5. ინსტიტუტს
აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი საქართველოს მცირე
სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ლოგო
და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ინსტიტუტის
იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №96.
მუხლი 2🔗. ინსტიტუტის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
ინსტიტუტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ფინანსების მართვისა და აუდიტის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით:
ა) შეიმუშავებს და ახორციელებს სასწავლო პროგრამებს;
ბ) ახდენს საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირებას;
გ) განსაზღვრავს საჯარო სექტორის აუდიტორთა განგრძობადი სავალდებულო განათლების პროგრამას და მისი შესრულების წესს;
დ) უზრუნველყოფს ტრენერების მომზადებას და გადამზადებას;
ე) თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან;
ვ) მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში, ასევე უზრუნველყოფს ამ სახის ღონისძიებების ჩატარებას;
ზ) ამზადებს და გამოსცემს სასწავლო და მეთოდურ სახელმძღვანელოებს, უზრუნველყოფს უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას;
თ) შეისწავლის ადგილობრივ და საერთაშორისო სანიმუშო პრაქტიკას და მისი პოპულარიზაციის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;
ი) უფლებამოსილია დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კვლევით/ანალიტიკური, საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურებები;
კ) ახორციელებს საჯარო სექტორის აუდიტორულ მომსახურებას;
ლ) ახორციელებს ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მისი მიზნების შესრულებასა და ფუნქციების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 3🔗. ინსტიტუტის მართვა და წარმომადგენლობა
1. ინსტიტუტს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
2. დირექტორი:
ა) მართავს ინსტიტუტს ერთპიროვნულად და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში. იგი პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ)
უფლებამოსილია მოახდინოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება ინსტიტუტის
სხვა თანამშრომელზე;
გ)
უფლებამოსილია ინსტიტუტის
წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს ინსტიტუტის
სხვა თანამშრომელს;
დ) ამტკიცებს ინსტიტუტის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანხმობით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართავს და განკარგავს ინსტიტუტის ფინანსურ სახსრებსა და ქონებას;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას ინსტიტუტის თანამშრომლის სამსახურში მიღების და სამსახურიდან გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ზ) უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტი;
თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ი) უფლებამოსილია დაამტკიცოს ინსტიტუტის შინაგანაწესი;
კ) საქართველოს კონტროლის პალატას წარუდგენს წინადადებებს ინსტიტუტის დებულებაში ცვლილების შეტანის, ასევე ინსტიტუტის საქმიანობის სრულყოფის შესახებ;
ლ) საქართველოს კონტროლის პალატას წარუდგენს ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
დირექტორის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა გ
ანხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს
ასრულებს დირექტორის მიერ უფლებამოსილი ინსტიტუტის თანამშრომელი.
მუხლი 4🔗. ინსტიტუტის ქონება, დაფინანსება და ფინანსური ანგარიშგება
1
. ინსტიტუტი
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ფლობს ქონებას, რომელიც ფორმირდება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და მის მიერ შეძენილი სხვა ქონებისაგან.
2
. ინსტიტუტის
დაფინანსების წყაროებია
:
ა) საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) ინსტიტუტის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;
გ
) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ინსტიტუტის მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს, საფასურის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს დირექტორი.
4
. ინსტიტუტის
სახსრები და შემოსავლები ხმარდება მისი
მიზნების განხორციელებას
ა და ფუნქციების შე
სრულებას, აგრეთვე საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის განვითარებას.
5
. ინსტიტუტი
ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს
კონტროლის პალატას
.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომელიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
მუხლი 6🔗. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1.
ინსტიტუტის
რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ინსტიტუტის
ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ინსტიტუტის
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანებით.