„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5303-IIს
სარეგისტრაციო კოდი
010240060.05.001.016499
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111208015, 08/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 347) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე და 32-ე პუნქტები:

„31. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის  მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების განცხადების შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისთვის მომსახურების  საფასურის განაკვეთი 150 ლარია;

ბ) 70 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისთვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 150 ლარია, ხოლო დაჩქარებული მომსახურების – 100 ლარი.

32. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 5 ლარია;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია;

დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 25 ლარია;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 ლარია.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს ამ კანონის მე-5 მუხლის     მე-13 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები უმცირდება 25 პროცენტით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

№5303-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.11.2011.
როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.11.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5303-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010240060.05.001.016499.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.11.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5303-IIს, 24.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240060.05.001.016499 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1524746/