საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№843
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.000.910
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 30/04/2001

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 1998 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვები „უსაფრთხოების სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები“, ხოლო „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) იუსტიციის სამინისტროს მოკვლევის ორგანოები – სასამართლო აღმასრულებლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე და იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ მიმართულ და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა განლაგების ადგილზე ჩადენილ სხვა დანაშაულთა საქმეებზე.“.

2. 610-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სასჯელის აღმასრულებელი ორგანოსა და სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი“ შეიცვალოს სიტყვებით „სასჯელაღსრულების ორგანოს“, ხოლო მე-2 წინადადება ამოღებულ იქნეს.

3. 612-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულის გადაყვანა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაძლებელია 3 წლამდე ვადით, ხოლო საპყრობილეში – 1 წლამდე ვადით.“;

ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 ნაწილები:

„6. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ მსჯავრდებულის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საფრთხეს შეუქმნის დაწესებულებისა და სხვა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას, მსჯავრდებული შეიძლება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გადაყვანილ იქნეს შედარებით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რის შესახებაც 24 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს ზედამხედველ პროკურორს.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემიდან 72 საათის განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შესაბამის სასამართლოს წარუდგენს მასალებს მსჯავრდებულის შედარებით მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს დეპარტამენტის მოთხოვნას, მსჯავრდებული დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს პირვანდელ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.“.

4. 616-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების თავისუფლების აღკვეთით შეცვლა“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 10 აპრილი.

N843–II ს