„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №1-1/415 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2582
2011 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №1-1/415 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №1-1/415 ბრძანებით (ვებ პორტალი 110321022, 22.03.2011) დამტკიცებული ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №1)” და ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №2)” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
დანართი №1
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება
№
201 წლის ----------------,
საქართველო
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი) - -----------------------------------------------------------------------
--------------------------------------------, წარმოდგენილი -----------------------------------
-------------------------------------------------- სახით, მოქმედი -----------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის
რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ქონების შემძენს ---------
----------------------------------------------------------------------------- (შემდგომში – მყიდველი),
წარმოდგენილი ------- (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი --------------------------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის, თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი გადასცემს საკუთრებაში, ხოლო მყიდველი იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (შემდგომში – ქონება) ---------------------------------------------------------------- (ქონების აღწერილობა).
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ---------------- (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო შემოსულობისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე (მისი არსებობის შემთხვევაში) ეთვლება საპრივატი ზ ებო თანხის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს - (აუქციონის ჩატარებიდან(თარიღი)---- ------ ვადაში.
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და ამავე ვადაში წარუდგინოს გამყიდველს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.1.2. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლება და საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება (თუ გადახდილი არ არის).
2.1.3. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
----------------------------------------------------------------------------------------------------
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის (სრულად გადახდა) ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გამყიდველის თანხმობით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.
-----------------------------------------------------------------------------------------.
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
-------------------------------------------------------------------------------------------------
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისა და ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. მყიდველი ვალდებულია ქონების რეგისტრაციისას ასევე დაარეგისტრიროს საპრივატიზებო ღირებულების გადახდის ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანხა გადახდილია ქონების რეგისტრაციამდე.
3.2. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არა აქვს უფლება შეძენილი ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს, გარდა ამ ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტისა.
3.3. 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით ქონების იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნება გადახდილი გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა.
3.4. მყიდველი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან ვალდებულებების სრულად დადასტურებამდე.
3.5. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის და საჯარო რეესტრში რეგისტრაც ი ის მომენტიდან.
3.6. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით,წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ან/და არ წარმოადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.
4.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1.2 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.
4.3. ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში,გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე,საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.
4.4. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2 მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორს-მაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია -------------- ენაზე. ხელმოწერილია -------------- ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ---------- ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული მისამართი
ტელ:
--------------- საქართველო;
ფაქსი:
მყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე:
იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი:
ტელეფონი
------------- საქართველო;
ფაქსი:
6.3. თითოეული მხარე მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება.
6.4. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.
6.5. ფოსტის თანამშრომლის მიერ შეკვეთილი წერილის ადრესატისათვის გადაცემის ორი უშედეგო ცდის შემდეგ მხარეს ეგზავნება სპეცშეტყობინება, სადაც განისაზღვრება ხუთდღიანი ვადა ფოსტაში შეტყობინების გასაცნობად. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლისთანავე შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად.
7. დავების გადაწყვეტა
7.1. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საკითხი წყდება მხარეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ცვლილებები და დამატებები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
გამყიდველი მყიდველი
დანართი №2
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება
№
201 წლის ----------------,
საქართველო
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა (შემდგომში – გამყიდველი) -----------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------, წარმოდგენილი ----------------------------
--------------------------------------------------------------- სახით, მოქმედი------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------- (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ქონების შემძენს ---------------------------------------------------------------------------- (შემდგომში – მყიდველი),
წარმოდგენილი ------------------------ (პირადი ნომერი/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი) სახით, მოქმედი ------------------------------------------------------
(უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები) საფუძველზე, შორის, თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად – მხარეები,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
1. ხელშეკრულების საგანი, საპრივატიზებო საფასური და ანგარიშსწორება
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი გადასცემს საკუთრებაში, ხოლო მყიდველი იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს (შემდგომში - ქონებას) ------------------------------------------------------------------------------------
(ქონების აღწერილობა) .
1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ----------------- (სიტყვიერად) ლარის ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკი --------------------
საბანკო კოდი: ------------------------
საპრივატიზებო შემოსულობისთვის ანგარიშის ნომერი: ----------------
1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე (მისი არსებობის შემთხვევაში) ეთვლება საპრივატიზებო საფასურის ნაწილად.
1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს -------------- (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან) ---- კალენდარული დღის ვადაში.
1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. მყიდველი ვალდებულია:
2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და ამავე ვადაში წარუდგინოს გამყიდველს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.1.2. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენის შემთხვევაში დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლება.
2.1.3. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1.4. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
---------------------------------------------------------------------------------------------------
2.2. მყიდველს უფლება აქვს:
2.2.1. ხელშკრულების ხელმოწერისა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დადასტურების შემდეგ მოითხოვოს ქონების გადაცემა.----------------------------------------------------------------------------------------------------
2.3. გამყიდველი ვალდებულია:
2.3.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება.
2.4. გამყიდველს უფლება აქვს:
-----------------------------------------------------------------------------------------------
3. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები
3.1. . მყიდველს ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერის და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დადასტურების მომენტიდან.
3.2. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან.
3.3. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3.4. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში მყიდველი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადასტურებამდე.
4. ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ან/და არ წარმოადგენს საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.
4.2. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1.2 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე საპრივატიზებო საფასურის გადარიცხვის/შეტანის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი.
4.3. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.
4.4. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის, და რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით, (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი), ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორს-მაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2 მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორს-მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ხსენებული გარემოების როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არა უგვიანეს 10 დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე, როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში, მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. გამყიდველს უფლება აქვს 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს ფორს-მაჟორის გაგრძელების შემთხვევაში განიხილოს წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი.
6. შეტყობინებები და ენა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია -------------- ენაზე.
ხელმოწერილია -------------- ეგზემპლარად.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით -------- ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის ან კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე.
გამყიდველის შეტყობინების მონაცემები
მიმღები მხარე :