„სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის N34 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.105.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111209007, 12/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2011 წლის 7 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

,, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის №34 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 მუხლი 1. ,,სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის №34 დადგენილებაში (სსმ, 20/10/2011წ.) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტში, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტში, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვები ,,საქალაქო სასაფლაო“ შეიცვალოს სიტყვებით ,,მუნიციპალური სასაფლაო“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,ა) წყალმომარაგების სათავეებთან, სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების ა და საკურორტო ადგილების სანიტარ ი ული დაცვის პირველ და მეორე ზონებში;“.

 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნ ე ს.

 4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში, ყოველ საფლავზე გამოყოფილ ი უნდა იქნეს 12კვ.მ (3X4) ფართობის ტერიტორია და საფლავზე მომსახურების საფასური განისაზღვროს 60 ლარით. ზღვრული ნორმის ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დამატებითი მომსახურების საფასური განისაზღვროს 20 ლარით. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალავად მიწის ფართობის ნორმად მიღებულ ი ქ ნეს 4 კვ. მეტრი და მომსახურება განხორციელდეს უსასაყიდლოდ. მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა აიკრძალოს. ომის ვეტერანებსა და მასთან გათანაბრებულ პირებს დამატებითი მომსახურების საფასურზე დაუწესდეთ შეღავათი 50% ფასდაკლებით. დევნილთა მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე მიწის გაცემა მოხდეს ზღვრული ნორმის დაცვით უსასყიდლოდ. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0.8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები. დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საფლავის გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი დამატებითი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრისა და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,7. სამარის გათხრის უფლება აქვს ჭირისუფალს ან, სურვილის შემთხვევაში, სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს მომსახურების საფასურის გადახ დის საფუძველზე, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებ უ ლი შემთხვევისა;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         ლ. კონჯარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის N34 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.12.2011.
როდის იქნა მიღებული „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის N34 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის N34 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.12.2011. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.105.016055.
რამდენი მუხლისგან შედგება „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის N34 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის N34 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის N34 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის N34 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №40, 07.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016055 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1526012/