„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01- 60/ნ
2011 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის №122/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 16 მაისის №122/ნ ბრძანების (სსმ 19.05.2008 წ., №74, მუხ. 809) მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტები:
„ნ1. განსაზღვრავს გამოცდის ფორმატსა და გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის) ფორმას უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე საქართველოში გავლილი აქვთ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ესა თუ ის ფორმა;“;
„ნ2. გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (მოწმობას) ამ მუხლის ნ1 ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე