„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№466
სარეგისტრაციო კოდი
010220000.10.003.016626
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111212007, 12/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №466

2011 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1834) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

 

საქართველოს პრემიერ‑მინისტრი

–

საბჭოს თავმჯდომარე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

 

 

–

 

 

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი

 

 

–

 

 

საბჭოს წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი

 

–

 

საბჭოს წევრი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

 

 

–

 

 

საბჭოს წევრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი

 

 

–

 

 

საბჭოს წევრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი

 

 

–

 

 

საბჭოს წევრი.“.

 

2. დადგენილების მე‑2 მუხლით დამტკიცებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს დებულებ ის მე‑4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. საბჭოს ხელმძღვანელობა, დაკომპლექტებისა და მუშაობის წესი

1. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა მინისტრ ოს წარმომადგენელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე ინვალიდობის სხვადასხვა სახეობის უფლებათა დამცველი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენელი შესაძლოა იყოს აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელი (მინისტრი) ან ხელმძღვანელის რომელიმე მოადგილე (მინისტრის პირველი მოადგილის ან მინისტრის მოადგილის სახით), რომელიც საბჭოს წევრის სტატუსით უფლებამოსილია დაესწროს საბჭოს სხდომებს. 

3. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

4. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც:

ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.

5. საბჭოს თავმჯდომარ ის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

6. საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საბჭოს სხდომის მოწვევა (სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე), აგრეთვე თავისი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში.

7. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენასა და საბჭოს მოწვევის ორგანიზაციულ‑ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს მდივანი, რომლის ფუნქციაც შეიძლება დაეკისროს ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის საბჭოს წევრი.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                                                                              ნ.გილაური

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2011.
როდის იქნა მიღებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №466. სარეგისტრაციო კოდი — 010220000.10.003.016626.
რამდენი მუხლისგან შედგება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №466, 08.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.016626 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1527030/