გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 09.12.2011
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111212016, 14/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.12.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №47
2011 წლის 9 დეკემბერი
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე
დანართი №1
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნას, ექსპლუატაციის რეაბილიტაციის და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროექტების მომზადების ორგანიზებას მონიტორინგს და კოორდინაციას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების –განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარების და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის უფროსი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გამოსცემს დადგენილებას.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
7. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, ორგანიზებას მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობისა და რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
ზ) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას;
თ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;
ი) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
კ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
მ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
ნ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ო) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
პ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ჟ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
რ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ს) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ტ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტის შემუშავებას;
უ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, ექსპლუატაციის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და მონიტორინგს;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
გ) წინადადებების, რეკომენდაციების, დასკვნების და პროგრამების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზების, შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) წინადადებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრას, აგრეთვე ამ მომსახურებას მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;
ვ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
თ) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას;
ი) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;
კ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
ლ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
მ) გარე ვაჭრობისა და რეკლამის განთავსების წესებზე ზედამხედველობას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗. სამსახურის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარების და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარების და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას, ორგანიზებას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას, ორგანიზებას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას, ორგანიზებას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ი) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით და მშენებლობის ნებართვების თაობაზე გამგებლის ბრძანების პროექტის შემუშავებას;
კ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.