შპს „თბილაეროს“ გაკოტრების მმართველის მეორე განცხადება პირველი აუქციონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „თბილაეროს“ გაკოტრების მმართველის
მ ე ო რ ე გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2011 წლის 28 დეკემბრის 17:00 საათზე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. №114-ში გაიმართება პირველი აუქციონი მოვალე შპს „თბილაეროს“ (იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, დ. აღმაშენებლის გამზ. 150) საკუთრებაში არსებული სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით.
ა უქციონზე იყიდება სამეურვეო ქონება, რაც მოიცავს:
1) მოთხოვნებს შემდეგი პირების მიმართ: შპს „სატურნი“ – 6 341,65 ლარი; შპს „ავიასერვისტური“ – 55 185 ლარი; შპს „ბასკიტური“ – 2 164,4 ლარი; შპს „დიოსკურია“ – 266 ლარი; შპს „მისტერ თრეველი“ – 2 293,96 ლარი; ი/მ „რატი რატიშვილი“ – 573,54; შპს „არგოტური“ – 1 154,92 ლარი; შპს „მარსი“ – 177,6 ლარი; შპს „გლობალ თრეიდ ჯორჯი“ – 4 511,52 ლარი და შპს „ეარ ბათუმი“ – 314,54 ლარი;
2) ავტომანქანა TOYOTA RAV4, სახელმწიფო ნომერი VQV415 (მსუბუქი, მაღალი გამავლობის); გამოშვების წელი – 2004; ფერი – რუხი 1/8; ძრავის მოცულობა – 2400.
სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს 94 683,13 ლარს.
მოთხოვნები არის არაუზრუნველყოფილი და წარმოქმნილია სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან. რაც შეეხება ავტომაქანას, იგი არის კარგ მდგომარეობაში.
აუქციონის პირობები ითვალისწინებს:
პირველ აუციონზე სამეურვეო ქონება გადის ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით, მისი საწყისი ფასი განისაზღვრება საბაზრო ღირებულებით, რომელიც დგინდება ექსპერტიზის დასკვნით. იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე ქონება არ გაიყიდება, მეორე აუქციონის გამართვამდე დაინტერესებულ პირს შეუძლია შეიძინოს ეს ქონება პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რისთვისაც მან გაკოტრების მმართველს უნდა წარუდგინოს განაცხადი, ხოლო აუქციონის დღეს წარმოადგინოს საბანკო გარანტია სარეალიზაციო ქონების საწყისი ფასის 2%-ის ოდენობით. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 14 დღეზე ნაკლები და ეს ვადა აითვლება აუქციონის ჩატარების დღიდან. ფასის მატების ბიჯი შეადგენს 50 ლარს.
აუქციონი გრძელდება ფასის ყველაზე მაღალი შემოთავაზების დაფიქსირებამდე. გაკოტრების მმართველი გამოაცხდებს ფასის საბოლოო შემოთავაზებას სამჯერ და ხმამაღლა.
აუქციონზე გამარჯვებულმა შემოთავაზებული ფასი უნდა გადაიხადოს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 7 (შვიდი) დღისა, აუქციონის ჩატარების მომენტიდან, შპს „თბილაეროს“ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღები ბანკი – სს „პროკრედიტბანკი“; ანგარიშის ნომერი 360201011300292;
თანხის სრულად გადახდის შემდეგ, შემძენზე გადადის საკუთრების უფლება შეძენილ ნივთზე, რის დასტურადაც გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გაკოტრების მმართველს დევი დევიძეს შემდეგ კოორდინატებზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №114; ტელ.: 557 71-13-08.