„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება:
ა) სახმელეთო ჯარებისაგან;
ბ) სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:
„თავი III1
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 91. გარდამავალი დებულებანი
1. 2009 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფები, მათ ბალანსზე რიცხული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეიარაღება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.
2. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ფინანსური ვალდებულებები არ გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 19 დეკემბერი.
№781–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.12.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №781. სარეგისტრაციო კოდი — 120.000.000.05.001.003.363.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №781, 19.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.000.000.05.001.003.363 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1528/