2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 08.12.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №467
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.016627
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 111213012, 13/12/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,521 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:AcadNusx;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:AcadNusx;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:24.0pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №4 67 2011 წლის 8 დეკემბერი ქ. თბილისი 2012-2013 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗. სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ​2 “ ქვეპუნქტების, 81-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 88-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. 2012 -2013 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) მაქსიმალური ოდენობა – 2 250 ლარი; ბ) საშუალო ოდენობა: ბ.ა) 2 000 ლარი; ბ.ბ) 1 750 ლარი;      ბ.გ) 1 500 ლარი; ბ.დ) 1 250 ლარი; გ) მინიმალური ოდენობა – 1 000 ლარი. 2. თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. 3. 2012 -2013 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) მაქსიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 70 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1 575 ლარისა; ბ) საშუალო ოდენობა – სწავლის საფასურის 50 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1 125 ლარისა; გ) მინიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 30 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 675 ლარისა. 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობა განისაზღვროს 11 182 085 (თერთმეტი მილიონ ას ოთხმოცდაორი ათას ოთხმოცდახუთი) ლარით. 5. სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 8 924 792 (რვა მილიონ ცხრაას ოცდაოთხი ათას შვიდას ოთხმოცდათორმეტი ) ლარის ფარგლებში. 6. ამ დადგენილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 7 პროცენტი თანაბრად განაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველ არჩევით საგანზე, ხოლო 93 პროცენტი პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად. ამ პუნქტით დადგენილი განაწილების შედეგად მიღებული თანხების 25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით (100 პროცენტი) დაფინანსებისათვის, მიუხედავად მიმართულების ან დარგის/სპეციალობისა, ხოლო 75% თანაბრად განაწილდება ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობით (70 პროცენტი), ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობით (50 პროცენტი) და ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (30 პროცენტი) დაფინანსებისათვის, გარდა შემდეგი მიმართულებების ან დარგების/სპეციალობებისა: ა) სამართალი; ბ) ჯანდაცვა; გ) ბიზნესის ადმინისტრირება, გარდა ტურიზმისა; დ) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა; ე) საერთაშორისო ურთიერთობები; ვ) საჯარო მმართველობა. 7. ამ დადგენილების პირველი–მე-6 პუნქტებით დადგენილი წესი არ გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ამ სტუდენტთათვის 2012 -2013 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა შეადგენს 2 250 ლარს. 8. თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულმა სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ ამ დადგენილების მე-7 პუნქტით დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში. 9. პროფესიული განათლების დაფინანსება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე შეადგენს 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარს. 10. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს 1 118 208 (ერთი მილიონ ას თვრამეტი ათას ორას რვა) ლარს. 11. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს 195 000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარს, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად. 12. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს. 13. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს. 14. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობებისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ ისინი სწავლას არ აგრძელებენ ამ დადგენილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე ან დარგებზე/სპეციალობებზე. ამ შემთხვევაში სრული გრანტისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას. 15. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი გრანტის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას. 16. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნაწილობრივი გრანტის საშუალო ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება ნაწილობრივი გრანტის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას. 17. ის აბიტურიენტები, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ. 18. ამ დადგენილების მე-14–მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული განაწილება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის მიხედვით. ამ განაწილების შედეგად ყოველი არჩევითი საგნის მიხედვით დარჩენილი თანხები იკრიბება და განაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველ არჩევით საგანზე ამ დადგენილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 93 პროცენტის ამ დადგენილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (30 პროცენტი) დაფინანსებისათვის. 19. ის აბიტურიენტები, რომელთაც ამ დადგენილების მე-18 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ. 20. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ დადგენილების მე-12 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ. 21. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ დადგენილების მე-13 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ. 22. ამ დადგენილების მე-20 და 21-ე პუნქტების შესაბამისად განაწილების შედეგად დარჩენილი თანხები, აგრეთვე ამ დადგენილების მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების განაწილების შედეგად დარჩენილი თანხები დაემატება ამ დადგენილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას. 23. ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ დადგენილების მე-14–მე-17 პუნქტებით დადგენილი წესით დაფინანსდებიან 134 085 (ას ოცდათოთხმეტი ათას ოთხმოცდახუთი) ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით:  ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი; ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი; გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის საშუალო ოდენობა – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი; დ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა – 44 085 (ორმოცდაოთხი ათას ოთხმოცდახუთი) ლარი. 24. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საფუძველზე, სტუდენტის მიერ სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის, ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლების მოპოვებაზე არ ვრცელდება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე ან დარგებზე/სპეციალობებზე არსებული შეზღუდვა. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი                                                      ნ. გილაური